მამუკა ხაზარაძე - ჩვენი ხსნა, ქვეყნის წარმატება განათლებაშია, მჯერა, უახლოეს წლებში სწორედ თქვენნაირი ახალგაზრდები შეცვლიან ქვეყანას და თქვენ გელოდებათ მთელი საქართველო

მამუკა ხაზარაძემ, "გივი ზალდასტანიშვილის ქართულ-ამერიკულ აკადემია თბილისში" დაკავებული თანამდებობა, 20 წლის შემდეგ დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას პრესსამსახური ავრცელებს.

თანამდებობის დატოვების დროს, მან ისაუბრა ქართულ-ამერიკული აკადემიის განვლილ 20 წელზე, მიღწევებსა და დიპლომზე, რომელსაც მსოფლიოს მასშტაბით, წამყვანი უმაღლესი სასწავლებლების მიერ არის აღიარებული.

„20 წლის შემდეგ ვტოვებ ამ აკადემიას, როგორც თანა თავმჯდომარე. კანონმდებლობის თანახმად არ შეიძლება იყო ამ პოზიციაზე, როცა არჩეული ხარ დეპუტატად. ეს არ ნიშნავს იმას, რომ მე სადმე შორს მივდივარ. მე ვიქნები ყველაზე დიდი გულშემატკივარი ამ აკადემიის, თითოეული თქვენგანის, რადგან ვფიქრობ, რომ ჩვენი ხსნა, ჩვენი ქვეყნის წარმატება არის განათლებაში.

რა გავაკეთეთ ამ 20 წლის განმავლობაში? - არავის სჯეროდა, რომ თბილისში შეიძლებოდა ისეთი სასწავლებლის შექმნა, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით იქნებოდა ყველაზე მაგარი და ამ აკადემიის დიპლომს აღიარებდა უკლებლივ ყველა მსოფლიოს წამყვანი უმაღლესი სასწავლებლები“ , - განაცხადა სიტყვით გამოსვლისას მამუკა ხაზარაძემ.

"გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ქართულ-ამერიკული აკადემიის" სტუდენტების მიერ, ყოველწლიურად უმაღლესი სასწავლებლებისთვის მოპოვებულია 3 მილიონ დოლარამდე სტიპენდია. მამუკა ხაზარაძის თქმის, ეს ყველაფერი დაუღალავი შრომის, პრინციპების და სამართლიანობის შედეგია, რომელზეც დგას ეს აკადემია.

მისივე თქმით, როდესაც აკადემიას ეყოლება 1000 კურსდამთავრებული, ეს იქნება ინდიკატორი, რომ 1000 ადამიანს შეეძლება ეს ქვეყანა, სხვებთან ერთად, გახადოს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მსოფლიოში.

„ყოველ წელს თქვენი ძალისხმევით მოპოვებული არის 3 მილიონ დოლარამდე სტიპენდია, უმაღლესი სასწავლებლებიდან. წელს, 2.5 მილიონი დოლარი მოიპოვეთ, თითოეულმა "ქართულ-ამერიკული აკადემიის" წლევანდელმა კურსდამთავრებულმა და ეს იცით რამხელა წარმატებაა?!

მთავარი პრინციპების დარღვევის გამო, ამ აკადემიიდან გარიცხულან ისეთი ადამიანების შვილები, რომელიც ქართულ სინამდვილეში წარმოუდგენელია, რომ მომხდარიყო. ეს შეიძლება არ არის საამაყო მაგრამ, აქ არ არსებობდა არასდროს ნეპოტიზმი, ჩაწყობა, თვალის პაჭუნი. აქ ფასდება მხოლოდ შრომა”, – განაცხადა ხაზარაძემ 2021 წლის, "გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ქართულ-ამერიკული აკადემიის" კურსდამთავრებულ სტუდენტებთან საუბრისას.

მან კურსდამთავრებულებს წარმატებები უსურვა.

„მინდა მოგილოცოთ ეს მნიშვნელოვანი დღე და გისურვოთ წარმატება იმ ძალიან საინტერესო გზაზე, რომელსაც თქვენ შეუდგებით.

გისურვოთ შრომით და მიზანდასახულობით გააგრძელოთ სწავლა, მსოფლიოს წამყვან უმაღლეს სასწავლებლებში. მეც თქვენთან ერთად, 20 წლის შემდეგ ვტოვებ ამ სასწავლებელს, როგორც თანა თავმჯდომარე, იმიტომ რომ კანონმდებლობის თანახმად არ შეიძლება იყო ამ პოზიციაზე, როცა ხარ არჩეული დეპუტატად. ეს არ ნიშნავს იმას, რომ მე სადმე შორს მივდივარ. მე ვიქნები ყველაზე დიდი გულშემატკივარი ამ აკადემიის, თითოეული თქვენგანის, რადგან ვფიქრობ, რომ ჩვენი ხსნა, ჩვენი ქვეყნის წარმატება არის განათლებაში.

რა გავაკეთეთ ამ 20 წლის განმავლობაში? პირველ რიგში მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ გივი ზალდასტანიშვილს, იმ ნდობისთვის, რომელიც მე გამომიცხადა, როცა ამ აკადემიის იდეა ჰარვარდის კლუბში, ბოსტონში გამაცნო. მაშინ არავის არ სჯეროდა, რომ შეიძლებოდა თბილისში შეგვექმნა სასწავლებელი, რომელსაც ექნებოდა მსოფლიოში ყველაზე მაგარი და წარმატებული სასწავლებლის სტატუსი. როგორ მივაღწიეთ ამას? ქართულ-ამერიკული სასწავლებლის დიპლომს აღიარებს უკლებლივ ყველა მსოფლიოს წამყვანი უმაღლესი სასწავლებლები. ჩვენმა კურსდამთავრებულებმა პირველივე წელს მიიღებს მიწვევა ვესტ-პოინტში, ჰარვარდში, პრისტონში, სტენფორდში, კოლუმბიაში, ნიუ იორკის უნივერსიტეტში და ა.შ.

ყოველ წელს თქვენი ძალისხმევით მოპოვებული არის 3 მილიონ დოლარამდე სტიპენდია. ამას მივაღწიეთ იმ მასწავლებლების, კონცეფციის, პრინციპების დაცვით, დირექტორების და იმ დანატოვარით, რომელიც ბატონმა გივი ზალდასტანიშვილმა დაგვიტოვა - სიკეთე და განათლება.

როცა ვლაპარაკობ პრინციპებზე ეს უჩვეულო რამ იყო, ყველაზე მთავარი პრინციპების დარღვევის გამო ამ სასწავლებლიდან გარიცხულან ისეთი ადამინების შვილები, რომელიც ქართულ სინამდვილეში წარმოუდგენელია, რომ მომხდარიყო. ეს შეიძლება არ არის საამაყო მაგრამ, აქ, არ არსებობდა ნეპოტიზმი, ჩაწყობა, თვალის პაჭუნი. აქ, არსებობს მხოლოდ შრომა და ამ შრომის შედეგს იმკით თქვენ და გილოცავთ ამ გამარჯვებას.

მე ჩავიფიქრე 20 წლის წინ, რომ ქვეყნის აღორძინება, ნამდვილი შემოტრიალება დაიწყება, როცა ეს აკადემია გამოუშვებს 1000 კურსდამთავრებულს. ახლა ვართ 800-ზე მეტი. მე მჯერა იმის, რომ უახლოეს წლებში სწორედ თქვენნაირი ახალგაზრდები შეცვლიან ქვეყანას და თქვენ გელოდებათ მთელი საქართველო. როცა ათასი კურსდამთავრებული გვეყოლება, ეს იქნება ინდიკატორი, რომ ათასი ადამიანიდან ათას ადამიანს შეუძლია ეს ქვეყანა, რა თქმა უნდა სხვებთან ერთად, ავანგარდულ ბრძოლაში, შრომაში, გახადოს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქვეყანა“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა