"ევროპის უნივერსიტეტს" მიუნხენის საუნივერსიტეტო კლინიკების დელეგაცია ესტუმრა

საქართველოში მიუნხენის საუნივერსიტეტო კლინიკების დელეგაცია იმყოფება, რომელიც საგანმანათლებლო დაწესებულებებში სამედიცინო მიმართულებით გაცნობითი ხასიათის შეხვედრებს მართავს. ამის შესახებ ინფორმაციას „ევროპის უნივერსიტეტის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, მსგავსი სახის გაცნობითი ხასიათის შეხვედრა დღეს "ევროპის უნივერსიტეტში" გაიმართა.

„სტუმრებს უნივერსიტეტის რექტორმა ნინო ტალიაშვილმა, მედიცინის ფაკულტეტის დეკანთან და პროგრამის ხელმძღვანელებთან ერთად უმასპინძლა.

როგორც მიუნხენის საუნივერსიტეტი კლინიკების წარმომადგენლებმა აღნიშნეს, მათი სურვილია, საქართველოში როგორც სასწავლო პროცესებს, ასევე კლინიკურ განვითარებას გაეცნონ”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მათივე თქმით, დღეს ეცნობიან "ევროპის უნივერსიტეტს" და სამომავლო თანამშრომლობის გზებს გეგმავენ, რაც კლინიკურ, ორმხრივ გაცვლით პროგრამებსა და ასევე სასწავლო პროცესში ჩართულობას გულისხმობს.

ზურაბ ბატიაშვილი - საქართველოს მთავარი პრობლემა იმაშია, რომ საბჭოთა კავშირი იურიდიულად 31 წლის წინ კი დაიშალა, მაგრამ მენტალური საბჭოთა კავშირი ისევ აქაა და არსად წასულა
ქართული პრესის მიმოხილვა 15.08.2022
ეკატერინე ციმაკურიძე - სასამართლოსა და პროკურატურის რეფორმისთვის რეალური ნაბიჯების გადაუდგმელად ევროინტეგრაცია ვერ მოხდება, თუნდაც სხვა ყველა საკითხი შესრულდეს