გურამ ფალავანდიშვილისა და მისი თანამოაზრეების აქცია პარლამენტთან დასრულდა

გურამ ფალავანდიშვილისა და მისი თანამოაზრეების აქცია პარლამენტთან, რომელიც ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში ბავშვებზე შესაძლო ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით გამართული აქციის პარალელურად მიმდინარეობდა, დასრულდა.

ადგილზე ისინი შემდეგი შინაარსის ბანერებით იმყოფებოდნენ: "გადადგეს ლგბტ ზონდერი ნინო ლომჯარია", "შორს სოდომისტების ბინძური ხელები ბავშვებისგან". ფალავანდიშვილის თქმით, "ლგბტ პრაიდი და ლგბტ აქტივისტები ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონს მთავრობასთან და ტელევიზიებთან ერთად უტევენ და ამ ვანდალიზმს აპროტესტებენ". ისინი ბავშვებზე შესაძლო ძალადობის გასაპროტესტებლად მისულ აქტივისტებს შეძახილებით "პედოფილები ხართ," " შეეშვით ნინოწმინდას" დახვდნენ. ისმოდა ასევე ძალადობრივი შინაარსის შემცველი შეძახილებიც - "ესენი უნდა დაამტვრიო ძვლებში".

შეგახსენებთ, საკანონმდებლო ორგანოსთან აქცია, თავდაპირველად, ნინოწმინდის ბავშვთა თავშესაფარში ბავშვებზე შესაძლო ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით, მოძრაობა "სირცხვილიამ" დაანონსა, თუმცა, მათ გამოჩენამდე ადგილზე გურამ ფალავანდიშვილი და მისი თანამოაზრეები მივიდნენ. ორ პარალელურ აქციას შორის სამართალდამცავებმა კორდონი გააკეთეს, თუმცა, ადგილი მაინც ჰქონდა ინციდენტს, რა დროსაც გურამ ფალავანდიშვილის თანამოაზრეებიდან ერთ-ერთმა მოქალაქემ პოლიციის კორდონი გაარღვია და „სიცხვილიას“ ბანერი დააზიანა, აღნიშნული პირი პოლიციამ დააკავა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა