მამუკა ხაზარაძე - „ნაციონალური მოძრაობა“ ვერ მოვა ხელისუფლებაში სხვა ოპოზიციის გარეშე

„ნაციონალური მოძრაობა“ სხვა ოპოზიციის გარეშე ხელისუფლებაში ვერ მოვა, - ამის შესახებ „ლელო­ საქართველოსთვის" ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტ - ქალაქი“ განაცხადა, შეიქმნება მესამე ძალა.

„ნაციონალური მოძრაობა“ ვერ მოვა ხელისუფლებაში სხვა ოპოზიციის გარეშე. აუცილებლად შეიქმნება მესამე ძალა და ჩვენ ამის ლიდერობაში ვიქნებით, გარწმუნებთ“, - განაცხადა ხაზარაძემ.

მისივე თქმით, იმისთვის, რომ ქვეყანაში დამარცხდეს ერთპარტიული მმართველობა, თვითმმართველობის არჩევნებზე „ქართულ ოცნებას“ 43 პროცენტი არ უნდა გაატანო.

„როგორ უნდა დამარცხდეს ერთპარტიული ამბავი. ღმერთმა დაიფაროს, რომ ეს ერთი ძალა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ჩაანაცვლოს. ამიტომ, შუაში უნდა იყოს ის ძალა, რომელიც არ მისცემს საშუალებას ცუდი რაღაცების კეთების ამ ქვეყანაში. მაქამდე რომ მიხვიდე, 43 პროცენტი არ გაატანო და ამ ქვეყანაში დაანიშნინო რიგგარეშე არჩევნები, შემდეგ კი ამომრჩეველს ჰკითხო, რა უნდა მას.

დღეს ამოცანაა, რომ ერთმმართველობა დავასრულოთ და მეორე ერთმმართველობა არ მივიღოთ. შუაში უნდა გაჩნდეს ის ძალა, რომელიც არ მისცემს იმის საშუალებას, რაც ვნახეთ ამ ცხრა წელს და წინა ცხრა წელს. ამის მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ თუ 43 - პროცენტიანი რეფერენდუმი არ იქნება გატანებული „ქართულ ოცნებაზე“, - აღნიშნა ხაზარაძემ.

კახა გოგოლაშვილი - როცა სტაბილიზაციისკენ მიმართული ნებისმიერი კონსტრუქცია ინგრევა, იქ სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხეც არსებობს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.07.2021
ლევან ალაფიშვილი - ოპოზიციამ მიუტევებელი შეცდომა დაუშვა, როცა პლებისციტი თვითმმართველობის არჩევნებზე მიბმულ პროცენტში გაცვალა
რა უპირატესობები აქვს სამსუნგის სმარტფონს ოფიციალური ჰოლოგრამით?
სიახლე PSP-სგან - ფრანგული დერმატოლოგიური კოსმეტიკის ინოვაციური ბრენდი SVR უკვე საქართველოშია
გაყინული კრემიდან „თოლიას“ რეცეპტებამდე, ანუ ყველაფერი, რაც ნაყინის შესახებ უნდა იცოდე