იენს სტოლტენბერგი - ჩვენ ვხედავთ რუსეთის აგრესიულ ქმედებებს საკუთარი მეზობელი ქვეყნების - უკრაინისა და საქართველოს წინააღმდეგ

ჩვენ ვხედავთ რუსეთის აგრესიულ ქმედებებს საკუთარი მეზობელი ქვეყნების - უკრაინისა და საქართველოს წინააღმდეგ, მოწამვლის ფაქტებს, ასევე კიბერ თავდასხმებს, მათ შორის ნატოს წევრების წინააღმდეგ და ეს არის ის, რამაც რუსეთსა და ნატოს შორის ურთიერთობების გაუარესება გამოიწვია, - ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში, ნატოს სამიტის წინ განაცხადა.

მისი თქმით, ნატო-რუსეთის ურთიერთობები ყველაზე დაბალ ნიშნულზეა „ცივი ომის“ შემდეგ.

„ჩვენი ურთიერთობები „ცივი ომის“ დასრულების შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულზეა. მაგრამ ნატო ადაპტირებს, რეაგირებს, ჩვენ განვამტკიცეთ კოლექტიური თავდაცვა და გავზარდეთ თავდაცვის დაფინანსება და განვაგრძობთ ჩვენი კოლექტიური თავდაცვის გაძლიერებას და ჩვენ ამას იმ გადაწყვეტილებების საშუალებით განვახორციელებთ, რასაც დღეს „ნატო 2030“-ის დღის წესრიგის ფარგლებში მივიღებთ,“- აღნიშნა სტოლტენბერგმა.

მისი თქმით, ნატო რუსეთთან დიალოგსაც ცდილობს და სწორედ ამიტომ, ალიანსი ბაიდენ-პუტინის დაგეგმილ შეხვედრას მიესალმება.

„ასევე გავაგრძელებთ რუსეთთან დიალოგის მცდელობისკენ სწრაფვას და დიალოგი არ არის სისუსტის ნიშანი. ამიტომ, ჩვენ მივესალმებით იმ ფაქტს, რომ პრეზიდენტი ბაიდენი პრეზიდენტ პუტინს შეხვდება“, - აღნიშნა ნატოს გენერალურმა მდივანმა.

მისი თქმით, მთავარი მესიჯი, რასაც ალიანსი სამიტის საშუალებით რუსეთს გაუგზავნის, არის ის, რომ ნატო არის ერთიანი.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს