ნინოწმინდის პანსიონთან დაკავშირებით შესაძლოა, პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტში მოსმენა გაიმართოს

ნინოწმინდის პანსიონთან დაკავშირებით შესაძლოა, პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტში საკომიტეტო მოსმენა გაიმართოს.

საკითხი ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ფრაქცია „ლელო-პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა დასვა.

„ვფიქრობ, კომიტეტმა უახლოეს მომავალში უნდა ჩანიშნოს მოსმენა, რაც შეეხება ნინოწმინდის პასნიონატში შექმნილ ვითარებას და ზოგადად, ამ მიმართულებით რა ვითარება გვაქვს. ვფიქრობ, საზოგადოებისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. კარგი იქნებოდა კომიტეტის სპეციალური სხდომა მოგვეწვია, რომ ამ საკითხში ძალიან საფუძვლიანად ჩაგვეხედა, ყველა ასპექტი შეგვესწავლა კომიტეტის სხდომის ფარგლებში. თუ გნებავთ ოფიციალურად შემიძლია მოგმართოთ წერილობითი წინადადებით“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

სამადაშვილის წინადადებას კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, „ქართული ოცნების“ დეპუტატმა გიორგი ამილახვარმა უპასუხა და აღნიშნა, რომ თუ კომიტეტის წევრები მზაობას გამოთქვამენ, საკითხზე მსჯელობის გამართვა იქნება შესაძლებელი.

„ნინოწმინდის საკითხში პირველივე დღიდან განათლების და მეცნიერების სამინისტრო, კომიტეტის თავმჯდომარე, ასევე ბექა დავითულიანი აქტიურად არიან ჩართულები. ვფიქრობ, ამ საკითხზე ჩვენ შეგვიძლია ვიმსჯელოთ და გავაკეთოთ ეს მოსმენა, თუ კომიტეტის წევრებიც თანახმა იქნებიან. ნამდვილად მნიშვნელოვანი საკითხი, თუმცა, კომიტეტი ამ საკითხებში თავიდან ბოლომდეა ჩართული“, - განაცხადა ამილახვარმა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო