მატანის მოსახლეობის უწყვეტი წყალმომარაგებისთვის სამუშაოები მიმდინარეობს

წყალმომარაგების კომპანია ახმეტის მუნიციპალიტეტის, სოფელ მატანის წყალმომარაგების სისტემების მშენებლობას აქტიურად განაგრძობს. ამის შესახებ ინფორმაციას წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს.

მათივე ცნობით, სოფელ მატანში წყალმომარაგების ინფრასტრუქტურა ამორტიზებულია. მოსახლეობა ძირითადად საუბნო ონკანებით სარგებლობს.

„პროექტით გათვალისწინებულია 4 სათავე ნაგებობისა და რეზერვუარის მშენებლობა. გარდა ამისა მოეწყობა წყალმომარაგების სრულიად ახალი ქსელი.

სამუშაოების დასრულება მიმდინარე წლის შემოდგომაზეა დაგეგმილი, შედეგად სოფელ მატანში მცხოვრები 5000-მდე ადამიანი, სტაბილური წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი. პროექტს სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით 6 მილიონ ლარზე მეტი მოხმარდება”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს