ქართველმა ხელოვანებმა პარლამენტის კულტურის კომიტეტს მიმართეს, მათი საავტორო უფლებები დაიცვან და საკითხი საკანონმდებლო დონეზე დარეგულირდეს

ქართველმა ხელოვანებმა საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტს მიმართეს, მათი საავტორო უფლებები დაიცვან და ეს საკითხი საკანონმდებლო დონეზე უფრო გამჭვირვალედ დარეგულირდეს. მათ დღევანდელ პრესკონფერენციაზე 400-ზე მეტი ავტორ- შემსრულებლის სახელით კოლექტიური მიმართვა გაავრცელეს და განაცხადეს, რომ წლების მანძილზე კუთვნილი ჰონორარი არ აუღიათ.

„ჩვენ წარმოვადგენთ ასობით ავტორს, ვისი სახელითაც ჩვენს პრობლემებზე ვსაუბრობთ. ჩვენი პრობლემა ისაა, რომ სახელმწიფოში მოგვარებული არ არის ავტორების უფლებების გამჭვირვალობა იმ ორგანიზაციაში, რომელშიც გაერთიანებული ვიყავით. ამის გამო ყველამ დავტოვეთ ის ორგანიზაცია, ახლა გვინდა მივმართოთ პარლამენტს, რომ ავტორების ბედით დაინტერესდნენ. ჩვენი თანხები ერიცხება კომპანიას, რომელიც თანხას არ გვიხდის. ჩვენ ჩვენი „პანდემია" გვჭირს, ამ პანდემიის გარდა. ამიტომ, კოლექტიური მიმართვა დაიწერა პარლამენტის კულტურის კომიტეტის მიმართ. სრულიად საქართველომ უნდა იცოდეს, რომ ჩვენ საქართველოს მუსიკით ვემსახურებით. ამიტომ, გვინდა ჩვენი ინტერესებითაც დაინტერესდეს პარლამენტი და ყურადღება მოგვაქციოს",-განაცხადა მუსიკოსმა, დათო ევგენიძემ.

„საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის“ თავმჯდომარის მოადგილე მირიან კულუაშვილი მუსიკოსების ბრალდებებს უარყოფს. როგორც მან ჟურნალისტებთან აღნიშნა, მუსიკოსების ნაწილმა მათი ასოციაცია საკუთარი სურვილით დატოვა და შესაბამისად, ავტორები თანხას არ იღებენ.

„თანხებს არ იღებენ ამ პერიოდში, რადგან ასოციაციის წევრები არ არიან. წევრობაზე საკუთარი სურვილით თქვეს უარი. როცა ადამიანს წევრობის უფლება უწყდება, წევრი თუ არ არის, თანხას ვერ მიიღებს. ერთი კონკრეტული ფაქტი არ არსებობს, რომ ჩვენმა ორგანიზაციამ კანონი დაარღვია ",-განაცხადა კულუაშვილმა.

ემილ ავდალიანი - ყველაფერი რეგიონში საქართველოს უფრო მზარდ როლზე მოასწავებს, საჭიროა მხოლოდ შექმნილი ვითარების სწორად გამოყენება
ქართული პრესის მიმოხილვა 18.08.2022
ალექსეი გარანი - პუტინს უნდა რომ უკრაინა დათმობებზე წავიდეს, მაგრამ უკრაინა მშვიდობის სანაცვლოდ, ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებული საკითხებით ვაჭრობას არ აპირებს
„ევროპელი სოციალისტების” წევრები, დავით ზილფიმიანი და ზაზა მიქაძე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
კომპანია PSP ფარმაცევტული სექტორის განვითარებაზე კონცენტრირდება და არაპროფილური ბიზნესებიდან გამოდის
კახა ოქრიაშვილი - საერთაშორისო იზოლაცია, უვიზო მიმოსვლის შეჩერება, ტოტალური გაღატაკება - აი, ეს მოაქვს ბატონ ივანიშვილს
გავლენიანმა საერთაშორისო ბიზნეს გამოცემა Global Finance-მა 2022 წლის გამარჯვებულები გამოავლინა