„ევროაქტივი“ - ქართული მედიაცია აზერბაიჯანის მიერ 15 სომეხი მძევლის გათავისუფლებით დასრულდა

ბელგიური გამოცემა „ევროაქტივი“ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან და ორ ქვეყანას შორის მიღწეულ შეთანხმებასთან დაკავშირებით სტატიას აქვეყნებს, სადაც ხაზს უსვამს საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის როლს კონფლიქტის დეესკალაციის საკითხში.

„შაბათს, 12 ივნისს, აზერბაიჯანმა, შარშან, მთიანი ყარაბაღის რეგიონში საომარი მოქმედებების დროს დაკავებული 15 სომეხი სამხედრო ტყვე, საქართველოს პრემიერ - მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის შუამავლობითა და აშშ-სა და ევროკავშირის მხარდაჭერით გაათავისუფლა.

ბაქოში საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, შეთანხმების შესაბამისად, ერევანმა ბაქოს საპასუხოდ კონფლიქტის ზონაში დანაღმული ტერიტორიების რუკები გადასცა.

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ აშშ საქართველოს მთავრობის მადლიერია „გათავისუფლების საქმეში მნიშვნელოვანი როლისთვის“, და ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ იგი ამაყობს იმ როლით, რომელიც მისმა ქვეყანამ ითამაშა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებლ, ფილიპ რიკერთან მჭიდრო კოორდინაციით“, - ნათქვამია სტატიაში.

სტატიაში ასევე მოყვანილია სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის სიტყვები, სადაც ის ამბობს: „ჩვენი ძმები თავიანთ ოჯახებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის, ჩვენი ქართველი ძმების, ასევე ამერიკელი და ევროპელი პარტნიორების ძალისხმევით დაბრუნდნენ“.

აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს