სოზარ სუბარი - საქართველოში დემოკრატია ისეთ დონეზეა, როგორც ნატო-ს ბევრ წევრ ქვეყანაში და შეიძლება უფრო მაღალ დონეზეც, ვიდრე ნატო-ს წევრ ზოგიერთ ქვეყანაში

როგორც თავის დროზე რუსეთი იყო წინააღმდეგი, რომ აღმოსავლეთ ევროპა არ გამხდარიყო ნატო-ს წევრი, მაგრამ გახდნენ, შემდეგ იყო წინააღმდეგი, რომ ვერასდროს გახდებოდა ბალტიისპირეთის სამი სახელმწიფო ნატო-ს წევრი, მაგრამ გახდნენ, ისე დადგება დღე, როცა საქართველო, უკრაინა და კიდევ არაერთი სახელმწიფო გახდება ნატო-ს წევრი ქვეყანა,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრმა სოზარ სუბარმა განაცხადა.

როგორც სუბარმა აღნიშნა, საქართველო ნატოს-თან არასდროს ყოფილა იმდენად ინტეგრირებული, თავსებადი, როგორც ახლაა.

„შეფასებები არის ნათელი და დღის ბოლოს კიდევ უკეთესად იქნება მოსმენილი ეს შეფასებები. საქართველო არასდროს ყოფილა იმდენად ინტეგრირებული, თავსებადი და ისე ახლოს ნატოს-თან, როგორც არის ახლა. რაც შეეხება ოპოზიციის ბრალდებებს, ოპოზიცია, რომელიც 9 წლის წინ იყო ხელისუფლებაში და აწამებდა ადამიანებს, წამება იყო ყოველდღიური პრაქტიკა, უბრალოდ, შეუძლებელია ნატო-ში, ევროკავშირში და რომელიმე ცივილიზებულ ალიანსში გაწევრიანების შანსი ჰქონდეს ქვეყანას, სადაც არ არის დემოკრატია და სადაც ადამიანის წამება არის ყოველდღიური პრაქტიკა, მგონია, უკეთესი იქნება ამას გაუსწორონ თვალი.

საქართველოში დემოკრატია არის ისეთ დონეზე, რომელიც არის ნატო-ს ბევრ წევრ ქვეყანაში და შეიძლება უფრო მაღალ დონეზეც ვიდრე ნატო-ს წევრ ზოგიერთ ქვეყანაში. საქართველოს მონაწილეობა ნატო-ს მისიებში არის უფრო მაღალი, ვიდრე ნატო-ს წევრი ქვეყნების აბსოლუტურ უმრავლესობაში, თუმცა გასაგებია, რომ ხშირ შემთხვევაში გადაწყვეტილებების მიღების უკან ნატო-ს წევრ სახელმწიფოებში რომ კონსენსუსი იყოს, სხვა საკითხები დგას. იმისთვის, რომ უთანხმოება არ აჩვენონ მათ შიგნით, ამისთვის ხშირად კეთდება ისეთი განცხადებები, რომ რაღაცას ვერ ვაკმაყოფილებთ“, - განაცხადა სუბარმა.

რაც შეეხება რუსეთის ფაქტორს, როგორც სუბარი ამბობს, რუსეთი სამწუხაროდ, არის ანგარიშგასაწევი მოთამაშე, თუმცა, საქართველო და უკრაინა მაინც გახდება ნატო-ს წევრი.

„რუსეთი გლობალური მასშტაბით სამწუხაროდ, არის ანგარიშგასაწევი მოთამაშე. ამას მეტყველებს ის შეხვედრაც, რომელიც უახლოეს ხანში იქნება შეერთებული შტატების პრეზიდენტსა და რუსეთის პრეზიდენტს შორის, თუმცა, საერთაშორისო საზოგადოება ყოველდღიური, დაჟინებული ზეწოლით და ურყევი პოლიტიკური პოზიციით მიაღწევს საბოლოოდ, რომ საქართველოს და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობაც იქნას აღდგენილი და რუსეთის გაფართოებისა და დამპყრობლური ამბიციებიც შევიწროვდეს. როგორც თავის დროზე რუსეთი იყო წინააღმდეგი, რომ აღმოსავლეთ ევროპა არ გამხდარიყო ნატო-ს წევრი, მაგრამ გახდა, შემდეგ იყო წინააღმდეგი, რომ ვერასდროს გახდებოდა ბალტიისპირეთის სამი სახელმწიფო ნატო-ს წევრი, მაგრამ გახდნენ, ისე დადგება დღე, როცა საქართველო, უკრაინა და კიდევ არაერთი სახელმწიფო გახდება ნატო-ს წევრი ქვეყანა. გაფართოების სამიტი ეს არ არის, მაგრამ ამ საკითხზე მიღებული იქნება მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, დეკლარაციები, რომლებიც კიდევ ერთხელ განამტკიცებს 2008 წელს ბუქარესტის სამიტზე დადებულ პირობას, რომ საქართველო და უკრაინა აუცილებლად გახდებიან ნატო-ს წევრები",- განაცხადა სუბარმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო