აქციის მონაწილეები გაზზე, წყალსა და ელექტროენერგიაზე ფასების ზრდას აპროტესტებენ

რესპუბლიკის მოედანზე აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები გაზზე, წყალსა და ელექტროენერგიაზე ფასების ზრდას აპროტესტებენ.

როგორც აქციის ორგანიზატორმა, „ქართული დასის" ლიდერმა ჯონდი ბაღათურიამ განაცხადა, მთავრობამ სიღარიბის ზღვარზე მყოფი მოსახლეობა გაწირა.

"მთავრობის კორუმპირებული ინტერესების გამო, უკანონოდ, უსამართლოდ და უსინდისოდ არის გაზრდილი ფასები გაზზე, ელექტროენერგიაზე და წყალზე. ჩვენ დავითვალეთ და ერთ რიგით პენსიონერს ზამთარში გადასახადი 45 ლარიდან 60 ლარამდე გაეზრდება. წელს 700 000 ოჯახი იღებდა სუბსიდიას, ანუ ეს არის სიღარიბის ზღვარზე მყოფი 700 000 ოჯახი. მთავრობამ გაწირა სიღარიბის ზღვარზე მყოფი მოსახლეობა იმის გამო, რომ ზედმეტი 200 მილიონი ამოეღო მათგან",- განაცხადა ბაღათურიამ.

აქციის მონაწილეები ავტოკოლონით რესპუბლიკის მოედნიდან სემეკისკენ გაემართებიან, შემდეგ კი მთავრობის ადმინისტრაციასთან გადაინაცვლებენ.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა