„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის გათიშვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
განცხადებას „ინტერპრესნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ:
„დღეს, 14 ივნისს, 14:00 საათზე, ავარიულად გამოირთო 500 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზი „იმერეთი” და ჰიდროელექტროსადგური “ენგურჰესი”, რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდა საქართველოს მოსახლეობის უმეტეს ნაწილს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ავარიის ლიკვიდაციის სამუშაოები.
“საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა” ბოდიშს უხდის მომხმარებელს აღნიშნული შეფერხების გამო“, - ნათქვამია განცხადებაში.