მთელი ქვეყნის მასშტაბით ტურიზმის საინფორმაციო ცენტრები იხსნება

პანდემიის გამო შეჩერებული ტურიზმის საინფორმაციო ცენტრებმა მუშაობა განაახლეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, საინფორმაციო ცენტრები თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში უკვე გაიხსნა.

ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ საინფორმაციო ცენტრების თანამშრომლები უცხოელ მოგზაურებს აეროპორტებში გააცნობენ როგორც კოვიდ-რეგულაციებს, ასევე ტურისტებისათვის საჭირო ინფორმაციას დატურიზმის საინფორმაციო ცენტრები ეტაპობრივად, მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიხსნება.

როგორც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილემ თამარ ყორიაულმა განაცხადა, ქუთაისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში საინფორმაციო ტურისტული ცენტრები უკვე სრული დატვირთვით მუშაობენ.

„ქვეყნის საზღვრების ეტაპობრივ გახსნასთან ერთად, ჩვენ დავიწყეთ საინფორმაციო ცენტრების აღდგენა, სადაც შემოსულ ვიზიტორებს საშუალება ექნებათ დეტალური ინფორმაცია მიიღონ როგორც საქართველოში არსებული ტურისტული პროდუქტებისა და სერვისების, ასევე კოვიდ-პანდემიასთან დაკავშირებული რეგულაციების შესახებ.

ჩვენთვით პრიორიტეტია ქვეყანაში შემოსულ ტურისტებს ჰქონდეთ სრული ინფორმაცია და მათ უსაფრთხოდ გაატარონ დრო საქართველოში. აღსანიშნავია, რომ როგორც თბილისის, ასევე ქუთაისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში საინფორმაციო ტურისტული ცენტრები უკვე სრული დატვირთვით მუშაობენ,“ -განაცხადა თამარ ყორიაულმა.

ადმინისტრაციის ცნობით, საინფორმაციო ცენტრების თანამშრომლებისთვის ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის და USAID Zrda თანამშრომლობის ფარგლებში ჩატარდა სხვადასხვა ტრენინგი უსაფრთხოების სტანდარტებისა და პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლების მიმართულებით.

„ტურიზმის საინფორმაციო ცენტრების მიზანია საქართველოში ჩამოსული და ადგილობრივი ტურისტის სრულყოფილი ინფორმირება ტურისტული მომსახურებისა და ტურისტული პროდუქტის შესახებ, საქართველოს ტურისტული პოტენციალისა და ახალი პროდუქტის პოპულარიზაცია.

ტურისტებს 24 საათის განმავლობაში შეუძლიათ ინფორმაციის მიღება საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის უფასო ცხელი ხაზის საშუალებით. 0 800 800 909“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა