კელი დეგნანი - აშშ მიესალმება სომხეთის 15 მოქალაქის გათავისუფლებას - ეს არის მაგალითი, რისი მიღწევა შეიძლება, როცა 3 ქვეყანა ერთად მუშაობს რეგიონის სტაბილურობისთვის

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის კელი დეგნანის განცხადებით, ვაშინგტონი მიესალმება აზერბაიჯანის მიერ სომხეთის 15 მოქალაქის გათავისუფლებას და ამ პროცესში საქართველოს მონაწილეობას. როგორც აშშ-ის ელჩმა ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, ეს არის ნათელი მაგალითი იმისა, თუ რისი მიღწევა შეიძლება, როდესაც სამი ქვეყანა ერთად მუშაობს რეგიონში სტაბილურობის დამყარებისთვის.

დეგნანის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატები მოხარულია, რომ ამ პროცესს ხელი შეუწყო და კეთილსაიმედო გამოსავლის თვითმხილველი გახდა.

„ამერიკის შეერთებული შტატები მიესალმება დაკავებულების გათავისუფლებას. ჩვენ ასევე მივესალმებით სომხეთის მხრიდან მნიშვნელოვანი ინფორმაციის გაზიარებას აზერბაიჯანისთვის. ეს არის ნაბიჯი, რომელებიც დაეხმარება სტაბილურობის დამყარებას ამ რეგიონში, რაც განსაკუთრებით საჭიროა. დასაფასებელია ამ პროცესში პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილისა და საქართველოს როლი. ეს არის მაგალითი, რისი მიღწევა შეიძლება, როდესაც სამი ქვეყანა ერთად მუშაობს რეგიონის სტაბილურობისთვის. ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა ამაყია იმით, რომ ამ ძალისხმევის მხარდამჭერი იყო, რათა ენახა წარმატებული გამოსავალი, რაც არის მნიშვნელოვანი გზავნილი სტაბილურობის საჭიროებისთვის და დამატებითი ნაბიჯებისთვის, რათა ეს ხანგრძლივი კონფლიქტი დასასრულისკენ წავიდეს,“- განაცხადა კელი დეგნანმა.

ცნობისთვის, აზერბაიჯანულმა მხარემ კონფლიქტის დროს დაკავებული სომხეთის 15 მოქალაქე გაათავისუფლა და საქართველოს ტერიტორიის გავლით, ისინი საკუთარ ოჯახებს დაუბრუნდნენ.

ემილ ავდალიანი - ყველაფერი რეგიონში საქართველოს უფრო მზარდ როლზე მოასწავებს, საჭიროა მხოლოდ შექმნილი ვითარების სწორად გამოყენება
ქართული პრესის მიმოხილვა 18.08.2022
ალექსეი გარანი - პუტინს უნდა რომ უკრაინა დათმობებზე წავიდეს, მაგრამ უკრაინა მშვიდობის სანაცვლოდ, ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებული საკითხებით ვაჭრობას არ აპირებს
„ევროპელი სოციალისტების” წევრები, დავით ზილფიმიანი და ზაზა მიქაძე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
კომპანია PSP ფარმაცევტული სექტორის განვითარებაზე კონცენტრირდება და არაპროფილური ბიზნესებიდან გამოდის
კახა ოქრიაშვილი - საერთაშორისო იზოლაცია, უვიზო მიმოსვლის შეჩერება, ტოტალური გაღატაკება - აი, ეს მოაქვს ბატონ ივანიშვილს
გავლენიანმა საერთაშორისო ბიზნეს გამოცემა Global Finance-მა 2022 წლის გამარჯვებულები გამოავლინა