მომავალ მშობლებს ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტლის ბაზაზე არსებული მშობელთა სკოლა მოემსახურება

მ. იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალურ ჰოსპიტალში მშობელთა სკოლა ფუნქციონირებს, რომელიც რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხებთან დაკავშირებით ორსულებისა და მათი ოჯახის წევრების ცოდნის ამაღლებას უზრუნველყოფს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ევექსიდან“ აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, პროექტის სრული კურსი 6 გაკვეთილისგან შედგება და აერთიანებს ორსულობისთვის, მშობიარობისთვის და ბავშვის მოვლისთვის როგორც ფიზიკურ, ასევე ფსიქოლოგიურ მომზადებას.

მშობელთა სკოლის მაღალკვალიფიციური გუნდი დაკომპლექტებულია მეან გინეკოლოგების, ნეონატოლოგების, ფიზიკური თერაპევტებისა და ფსიქოლოგებისგან. თითოეული გაკვეთილი მოიცავს როგორც თეორიულ, ასევე თემატური ვიდეო-მასალების ჩვენებას.

„ევექსის“ კლინიკაში აცხადებენ, რომ მშობელთა სკოლა მომავალ მშობლებს დაეხმარება სწორად დაგეგმონ ორსულობა, მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია ფეხმძიმობის პერიოდში ქალის ორგანიზმში მიმდინარე ცვლილებებზე, საჭიროებებსა და ნაყოფის განვითარებაზე. მშობელთა სკოლა გამოცდილი ინსტრუქტორის მეთვალყურეობით მომავალი დედებისთვის ორსულობის ვადის შესაბამის სპეციალურ ვარჯიშებს უზრუნველყოფს, რომელიც მშობიარობის პროცესის გაადვილების ერთ-ერთი ხელშემწყობი აქტივობაა. ასევე, აღსანიშნავია ფსიქოლოგების მნიშვნელოვანი როლი სალექციო კურსის განმავლობაში, რომლებიც მომავალ დედებს მშობიარობის პროცესისადმი შიშის დაძლევასა და მშობიარობის შემდგომი ემოციური პერიოდის მართვაში ეხმარებიან.

მშობელთა სკოლის კურსზე ჩასაწერად მსურველებს საშუალება აქვთ დარეკონ 032 2 600 600.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს