ხატია დეკანოიძე - ანტიკონსტიტუციური და პარლამენტისთვის შეურაცხმყოფელია მთავრობისათვის იმ დისკრეციის გადაცემა, როცა ის ქვეყანაში დრაკონულ შეზღუდვებს აწესებს

ანტიკონსტიტუციური და პარლამენტისთვის შეურაცხმყოფელია მთავრობისათვის იმ დისკრეციის გადაცემა, როცა ის ქვეყანაში დრაკონულ შეზღუდვებს აწესებს - საპარლამენტო რესპუბლიკაში შეზღუდვების დაწესება პარლამენტის პრეროგატივაა, - ამ განცხადებით ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ხატია დეკანოიძე ბიუროს სხდომაზე წარდგენილ საკანონმდებლო ინიციატივას გამოეხმაურა.

დეკანოიძის თქმით, საპარლამენტო რესპუბლიკაში, სადაც გადამწყვეტი ფუნქცია პარლამენტს უნდა ჰქონდეს, მმართველი უმრავლესობა მთავრობას ანიჭებს.

„მთავრობისთვის მინიჭებული დისკრეცია ანტიკონსტიტუციურია. არანორმალურ შეზღუდვებს, რომელიც მთელი ამ ხნის განმავლობაში მოქმედებს, აწესებს მთავრობა და ამის დისკრეცია მას პარლამენტისგან აქვს მიღებული. ეს არის დაუშვებელი და პირდაპირ ანტიკონსტიტუციური. საპარლამენტო რესპუბლიკაში ხელისუფლება პარლამენტში არც ერთხელ არ მოსულა, რომ თუნდაც თქვენთან, უმრავლესობასთან განეხილა, თუ რა შეზღუდვები უნდა დაწესდეს ქვეყანაში. ეს არის პარლამენტის შეურაცხყოფა“, - მიმართა ხატია დეკანოიძემ საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს.

პანდემიის წინააღმდეგ საბრძოლველად და კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგო დროებითი ღონისძიებების გასატარებლად, მთავრობას მინიჭებული უფლებამოსილების ვადა კიდევ ერთხელ - ამჯერად, 2022 წლის 1-ელ იანვრამდე გაუგრძელდება.

„საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილების პროექტი პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე წარედგინა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა