ირაკლი ქადაგიშვილი – აღქმის დონეზეც რომ შეწყდეს სპეკულაცია ამა თუ იმ გადაწყვეტილებაზე, ვაინიცირებთ ახალ კანონპროექტს დეპუტატისთვის იმუნიტეტის მოსახსნელად კვორუმის გაზრდასთან დაკავშირებით

კიდევ ერთხელ, აღქმის დონეზეც რომ შეწყდეს ყოველგვარი სპეკულაცია ამა თუ იმ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, ვაინიცირებთ ახალ კანონპროექტს დეპუტატისთვის იმუნიტეტის მოსახსნელად კვორუმის გაზრდასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისი განმარტებით, ახალი კანონპროექტით, დეპუტატისთვის იმუნიტეტის მოსახსნელად სიითი შემადგენლობის ხმათა ნახევრის ნაცვლად, ხმათა 3/5 დასჭირდება. ქადაგიშვილის თქმით, კანონპროექტი შარლ მიშელის მიდიციაციის პროცესის შედეგად მიღებული დოკუმენტიდან გამომდინარეობს და მის სულისკვეთებას ასახავს.

„ფრაქცია „ქართული ოცნების“ ინიციატივით, შემოდის ახალი კანონპროექტი, რომელიც გამომდინარეობს შარლ მიშელის მედიაციით მიღებული დოკუმენტიდან,რომელიც ითვალისწინებს, რომ პარლამენტის წევრის იმუნიტეტის მოსახსნელად ჩვენ მაღალი კვორუმი შემოვიღოთ. ამ ხელშეკრულებაში წერია, რომ თუ ამის საჭიროებას დაინახავს პარლამენტი, მოხდეს კვორუმის გაზრდა. ჩვენ სწორედ იმ სულისკვეთებიდან გამომდინარე, რომ რაც შეიძლება თანმიმდევრულად და რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს იმპლემენტაცია ყველა იმ დებულებისა, რომელიც შარლ მიშელის დოკუმენტში იქნა შეტანილი, შემოგვაქვს ეს კანონპროექტი. თუ იმუნიტეტის მოხსნას, საქართველოს საპარლამენტო პრაქტიკის დღიდან, სჭირდებოდა მხოლოდ სიითი შემადგენლობის ხმების ნახევარი, ახლა, ამ ახალი კანონპროექტის მეშვეობით, დასჭირდება - 3/5 . ამით, რა თქმა უნდა, ჩვენ კიდევ ერთხელ, აღქმის დონეზეც რომ შეწყდეს ყოველგვარი სპეკულაცია ამა თუ იმ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, ვაინიცირებთ ახალ კანონპროექტს,“- განაცხადა ქადაგიშვილმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს