კახა კუჭავა აცხადებს, რომ შშმ პირთა უფლებების დაცვის მიმართულებით გარკვეული მიღწევაა, თუმცა აუცილებელია, ამ კუთხით მუშაობა გაგრძელდეს

აუცილებელია, გავაგრძელოთ მუშაობა, რომ მაქსიმალურად შევქმნათ შესაძლებლობა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებმა როგორც პარლამენტის შენობით, ისე ყველა არსებული საშუალებებით ბოლომდე სარგებლობა შეძლონ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

კახა კუჭავას თქმით, დღეს საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღე აღინიშნება.

პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, ამ კუთხით, ბოლო წლების განმავლობაში, ქვეყანას გარკვეული მიღწევები აქვს. კახა კუჭავამ აღნიშნული მიმართულებით აქტიური მუშაობისთვის პარლამენტის წევრს, რატი იონათამიშვილს მადლობა გადაუხადა.

„დღეს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღეა. ბოლო წლების განმავლობაში, ამ მიმართულებით გარკვეული მიღწევები გვაქვს და არ ვგულისხმობ მხოლოდ ტექნიკურად გამართულ პარლამენტს, რომელიც საშუალებას აძლევს ყველა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირს, ისარგებლოს პარლამენტის შენობით. აღსანიშნავია 2020 წლის 14 ივლისს პარლამენტის მიერ მიღებული კანონი „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების შესახებ“, რომელიც 1 იანვრიდან უკვე ამოქმედდა. გარდა ამისა, საქართველოს პარლამენტმა მოახდინა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების ფაკულტატური ოქმების რატიფიცირებაც, რომელიც 12 მაისიდან შევიდა ძალაში. აუცილებელია, გავაგრძელოთ მუშაობა, რომ მაქსიმალურად შევქმნათ შესაძლებლობა, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებმა როგორც პარლამენტის შენობის, ისე ყველა არსებული საშუალებებით ბოლომდე სარგებლობა შეძლონ“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს