ირაკლი მიქელაძე - გადავწყვიტე სამშობლოში დავბრუნებულიყავი და ჩავბმულიყავი გამარჯვებისკენ სვლაში, რომელსაც გიორგი გახარია ხელმძღვანელობს

გადავწყვიტე სამშობლოში დავბრუნებულიყავი და ჩავბმულიყავი გამარჯვებისკენ სვლაში, რომელსაც გიორგი გახარია ხელმძღვანელობს, - ამის შესახებ პარტია ,,საქართველოსთვის" აჭარის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ირაკლი მიქელაძემ განაცხადა.

ირაკლი მიქელაძის თქმით, აჭარის სათაო ოფისში იქნება სივრცე, სადაც პროფესიონალი ადამიანები, რომლებთან ერთადაც პარტია ქალაქისა და რეგიონის კეთილდღეობისთვის მთელი რიგი პროექტების განხილვას შეძლებს.

,,ეს აჭარის რეგიონის სათაო ოფისია. აქ დაგხვდებათ სივრცე და პროფესიონალი ადამიანები, რომლებთან ერთად ჩვენ შევძლებთ ჩვენი ქალაქის და ჩვენი რეგიონის კეთილდღეობისთვის მთელი რიგი პროექტების განხილვას. თითქმის 2 წელი გერმანიაში ვცხოვრობდი, მაგრამ მივიღე გადაწყვეტილება, რომ ჩვენი შვილების, ჩვენი მომავლის და ჩვენი წარმატებისთვის უნდა დავბრუნებულიყავი სამშობლოში და ჩავბმულიყავი იმ ბრძოლაში, იმ გამარჯვებისკენ სვლაში, რომელსაც ხელმძღვანელობს გიორგი გახარია და კონკრეტულად პარტია „საქართველოსთვის", - განაცხადა მიქელაძე.

პარტია „საქართველოსთვის" პირველი რეგიონალური ოფისი დღეს ქალაქ ბათუმში გაიხსნა. ოფისის გახსნას პარტიის თავმჯდომარე, გიორგი გახარია, პარტიის სხვა ლიდერები, წევრები და მხარდამჭერები ესწრებოდნენ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო