რუსუდან თევზაძე - განათლების სისტემაში სტრუქტურული რეფორმის  განხორციელება აუცილებელია

პარტია „საქართველოსთვის" პოლიტსაბჭოს წევრმა რუსუდან თევზაძემ განათლების სისტემაში რეფორმების აუცილებლობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ განათლების სისტემაში სტრუქტურული რეფორმის განხორციელება აუცილებელია.

,,დღეს სასიცოცხლოდ აუცილებელია განათლების სისტემაში სტრუქტურული რეფორმის განხორციელება. მათ შორის, პირველ რიგში, ბიუროკრატიული კომპონენტის შემცირება, რომელიც ხელს შეუწყობს, პედაგოგის და მასწავლებლის თვითგანვითარებაზე ფოკუსირებას. მნიშვნელოვანია, აღზრდის კომპონენტის გაძლიერება, რომელიც მოქალაქის აღზრდის და დემოკრატიული ღირებულებების ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს'' , - ამბობს თევზაძე.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, რუსუდან თევზაძე ხაზს უსვამს, რომ პარტიის მიდგომები უკვე მიღწეული პროგრესის სრულფასოვნად შენარჩუნებაზე - განათლების სფეროსაც მოიცავს.

„უმთავრესი და არსებითი ხაზი პარტია „საქართველოსთვის" ყველა მიმართულებაში და განათლებაშიც არის, რომ აუცილებლად შენარჩუნებული იქნება წარსულის კარგი პრაქტიკები“ , - აღნიშნა თევზაძემ.

დღეს ბათუმში პარტია „საქართველოსთვის" პირველი ოფისი გაიხსნა. ოფისის გახსნას პარტიის ლიდერები, წევრები და მხარდამჭერები ესწრებოდნენ. ღონისძიებაზე ასევე განიხილეს პარტიის პროგრამული ხედვები.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა