პარლამენტი „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ" კანონში შესატან ცვლილებებზე მუშაობას იწყებს

პარლამენტის ბიუროს სხდომაზე „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებებზე იმსჯელეს. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, კანონპროექტის თანახმად, კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგო დროებითი ღონისძიებების გასატარებლად მთავრობას უფლებამოსილების ვადა 2022 წლის 1 იანვრამდე უგრძელდება.

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" თავმჯდომარის, ხატია დეკანოიძის განმარტებით, ჯანმრთელობის დაცვის შესახებ კანონპროექტით ირღვევა კონსტიტუცია, რადგან საპარლამენტო რესპუბლიკაში პარლამენტს უნდა ჰქონდეს უფლება და ვალდებულება, გადაწყვიტოს, რა შეზღუდვები უნდა დაადგინოს მთავრობამ.

პარლამენტის თავმჯდომარის, კახა კუჭავას თქმით, აღნიშნულ საკითხზე ჯერ კიდევ მე-9 მოწვევის პარლამენტში მიმდინარეობდა მსჯელობა.

„მაშინ მოხდა შეთანხმება ამ ფორმატზე. ეწინააღმდეგება თუ არა კონსტიტუციას, ამაზეც ვიმსჯელეთ და არ მახსენდება, რომ ვინმეს საპარლამენტო ან არასაპარლამენტო ოპოზიციიდან გამოეთქვა მსგავსი მოსაზრება", - აღნიშნა კახა კუჭავამ.

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, დიმიტრი ხუნდაძის განმარტებით, მსოფლიო დღეს ისევ პანდემიის რეჟიმში ცხოვრობს და რეგულაციებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება სამედიცინო საზოგადოების აზრის გათვალისწინებით მიიღება.

„დღეს 700 ადამიანია დამძიმებული კლინიკური ვითარებით კლინიკებში, აქედან 200 პაციენტი ხელოვნურ სუნთქვის აპარატზეა და მთელი მსოფლიოს მასშტაბით სამედიცინო საზოგადოება ვარაუდობს, რომ კიდევ იქნება მეოთხე ტალღა, ამიტომ რეგულაციების სიფრთხილე და გადაწყვეტილებები ამ ნაწილში, რა თქმა უნდა, მიიღება ეპიდემიოლოგების, სამედიცინო საზოგადოების აზრის გათვალისწინებით და ზოგადი სიფრთხილით, რის გარეშეც პანდემიამ, შესაძლოა, უფრო მძიმე შედეგი დააყენოს", - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

რაულ ჩილაჩავა - აშშ რუსეთის პრეტენზიებზე მომავალ კვირაში გასცემს წერილობით პასუხს, ეს უკვე საინტერესოა, დაველოდოთ
პაატა დავითაია - ნეიტრალური პოზიციით ხელისუფლებამ  შესაძლოა,  ისეთი დარტყმები მიიღოს, რაც მას  სრულად ჩამოშლის
ქართული პრესის მიმოხილვა 24.01.2022
გიორგი კანაშვილი - უკვე გაჩნდა დაკვეთა სხვა პოლიტიკური კულტურის მქონე პოლიტიკოსებზე და დროა, პოლიტიკოსებმა ალღო აუღონ ახალ რეალობას
"ავერსსა" და ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი განახლდა
„ლისი დეველოპმენტმა" International Property Awards-ზე უძრავ ქონებაში ორი ხუთვარსკვლავიანი ჯილდო მიიღო
PSP 2021 წლის „ლიდერ“ ბრენდად დასახელდა
მცირე და საშუალო ბიზნესების გაძლიერების პროგრამა BGROW დაიწყო
"სილქფესტი" მომხმარებლებს ორი დღით სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებს შესთავაზებს!