პაპუნა ხაზალია - ვცდილობთ, გავხდეთ ხიდი, რომელიც ემიგრანტებს სამშობლოში დააბრუნებს

სამშენებლო კომპანია „მეტი დეველოპმენტისთვის“ ერთ-ერთ დამფუძნებელს, პაპუნა ხაზალიას მიაჩნია, რომ მათი საქმიანობა საქართველოში მცხოვრები თითოეული ოჯახის გაძლიერებას უნდა ემსახურებოდეს.

მისივე თქმით, კომპანია ბაზარზე 3 წელია ოპერირებს და სოციალური პასუხისმგებლობა პროფესიული საქმიანობის განუყოფელი ნაწილია.

როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, საზოგადოების ცხოვრების დონის ამაღლების გარდა, „მეტი დეველოპმენტი“ განსაკუთრებულად ზრუნავს ემიგრანტებზე.

„კომპანიის ყველა პროექტში ემიგრანტებისთვის განსაკუთრებულ შეთავაზებებსა და ფასდაკლებებს იპოვნით, რადგან „მეტი დეველოპმენტში“ მიაჩნიათ, რომ ბედნიერი ოჯახების არსებობისთვის ემიგრანტების სამშობლოში, საკუთარ კედლებში დაბრუნება აუცილებელია. როგორც პაპუნა ხაზალია განმარტავს, ამ მიზნის მისაღწევად, კომპანია დაარსების დღიდან მჭიდროდ თანამშრომლობს უცხოეთში მცხოვრებ ქართველებთან. „მეტი დეველოპმენტის“ მარკეტინგული და არამხოლოდ მარკეტინგული შეთავაზებები ემიგრანტებისთვის საგანგებოდ იქმნება. მნიშვნელოვანია ისიც, რომ კომპანია აქტიურად უჭერს მხარს სხვადასხვა ქვეყანაში არსებულ ქართულ დიასპორებს და მათ გაძლიერებაში საკუთარი წვლილი შეაქვს. ამ მხრივ, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტია „წერილები გზიდან“, რომელიც საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის, „ქართული კვირისა“ და „მეტი დეველოპმენტის“ მხარდაჭერით, უკვე 1 წელზე მეტია, ხორციელდება.

„სამშენებლო ბიზნესი ჩემთვის მხოლოდ აგური და ცემენტი არ არის, ეს ბევრი ბედნიერი ოჯახისთვის განკუთვნილი ჭერი და ამ ბედნიერების შესაქმნელად აღებული პასუხისმგებლობაა. ჩვენი ყველანაირად უნდა შევუწყოთ ადამიანებს ხელი, რომ ბინა მათთვის არა უარყოფითი ემოციების საფუძველი, არამედ მხოლოდ სიხარულის მომტანი იყოს. მიგვაჩნია, რომ ეს არის ძლიერი და ბედნიერი ოჯახის საწინდარი.

ჩვენ ემიგრანტების მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება გვაქვს და შეღავათიანი პირობებით, ვცდილობთ, გავხდეთ ხიდი, რომელიც მათ უცხო ქვეყნებიდან საკუთარ სამშობლოში და რაც მთავარია, საკუთარ სახლებში დააბრუნებს. გვეამაყება, რომ ჩვენს კომპლექსებში გაყიდული ბინების დიდი ნაწილი სწორედ ემიგრანტებზე მოდის.

ახლახან წამოვიწყეთ აქცია, რომლითაც გვინდა ჩვენს მობინადრეებს „ეკოსითი დიღომის“ პროექტში ბინის სარფიანად შეძენის უნიკალური შესაძლებლობა მივცეთ. ამ აქციის ფარგლებში ბინის შეძენისას, ერთიანი გადახდის შემთხვევაში, თითოეული მობინადრე კვადრატულ მეტრზე 150-დოლარიან ფასდაკლებას მიიღებს, რის შედეგადაც ის, შეძენილი ფართის მიხედვით, საშუალოდ, 24 ათასიდან 45 ათას ლარამდე თანხას დაზოგავს.

რაც შეეხება უშუალოდ ემიგრანტებს, ახალი პროექტის ფარგლებში, 30%-იანი წინასწარი შენატანის ნაცვლად, ისინი 15%-ს შემოიტანენ, დარჩენილი თანხა კი, შიდა უპროცენტო განვადებით, 40 თვეზე გადანაწილდება“, - აღნიშნა პაპუნა ხაზალიამ.

მისივე განმარტებით, „მეტი დეველოპმენტი“ მომხმარებლებისთვის ხარისხიან და ჯანსაღ პროდუქტს ქმნის, რომელიც „ეკოსითის“ კონცეფციის ქვეშ ერთიანდება.

როგორც ინფორმაციაშია ნათქვამი, კომპანია აშენებს არა უბრალოდ კორპუსებსა და კომპლექსებს, არამედ „ეკოსითებს“, ეკოლოგიურად სუფთა დასახლებებს, რომლებიც შემდეგი კრიტერიტუმებით ხასიათდება:

  • ეკოლოგიურად სუფთა გარემო;
  • ბინები საუკეთესო გეგმარებით;
  • 60%-მდე ენერგოეფექტურობა;
  • თბოიზოლირებული იატაკი და ჭერი;;
  • უმაღლესი ხარისხის ხმის იზოლაცია;
  • მაღალი სეისმომდგრადობა;
  • შთამბეჭდავი ხედები;
  • მოსახერხებელი ადგილმდებარეობა;
  • 24 საათიანი ვიდეო მონიტორინგი;
  • კონსიერჟის მომსახურება;
  • სატრენაჟორო დარბაზი;
  • განვითარებული ინფრასტრუქტურა;
  • კეთილმოწყობილი ეზო;
  • ბუნებრივი ქვით მოპირკეთებული ფასადი.

„ვიყენებთ ხმის იზოლაციას, რაც ჩვენს ბიზნესში ძალიან მნიშვნელოვანია. ვათბუნებთ როგორც კედლებს, ისე იატაკს და ჭერს. ჭერი ხომ ყველაზე დიდი თბოიზოლატორი და სითბოგამტარია… ჩვენ მიერ აშენებული კორპუსების სადარბაზოები და ფასადები ბუნებრივი ქვითა და ფუნდერმაქსის პანელითაა მოპირკეთებული. ფასადის ქვით მოპირკეთება საშუალებას იძლევა, სახლმა დიდხანს შეინარჩუნოს გარეგნული იერსახე. ასევე, დიდ ყურადღებას ვაქცევთ ეკოლოგიურად სუფთა გარემოსა და ლამაზ ხედებს.

„ეკოსითი კრწანისს“, „ეკოსით სამგორსა“ თუ „ეკოსითი დიღომს“ აქვთ დიდი, გამწვანებული ეზო და შეუდარებელი ხედები ქალაქზე. ქალაქის ხედები მნიშვნელოვანია არა მარტო იმით, რომ, უბრალოდ, დავტკბეთ ამ სილამაზით, არამედ სიმაღლიდან ყურება და პანორამა ადამიანისთვის სტრესის საწინააღმდეგო ბუნებრივი საშუალებაა. ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ქალაქის პირობებში გაქვს ეკოლოგიურად სუფთა გარემო, გაქვს ხედი და საშუალება, რომ მზის ამოსვლას ყოველ დილით უყურო.

გარდა ამისა, ცნობილია, რომ იმ ადამიანებს, რომლებიც ქალაქგარეთ ან სოფლებში ცხოვრებენ, გაცილებით უფრო გვიან უუარესდებათ მხედველობა და ხშირად საერთოდ არ სჭირდებათ სათვალე. ამას განაპირობებს ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი – მათი თვალი ვარჯიშდება შორი და ახლო ხედების დაფიქსირებით. ქალაქში ამის ფუფუნება არ გვაქვს. ჩვენ, ძირითადად, ვიმყოფებით სამსახურში, ოფისში და დღის განმავლობაში მხოლოდ ახლო მანძილზე გვიწევს ყურება. სწორედ ამიტომ, ჩვენ და ჩვენს შვილებს ადრეული ასაკიდანვე გვჭირდება სათვალე. ასე რომ, პენტჰაუზი, რომელსაც „ეკოსითის“ ყველა პროექტი მოიცავს, კარგ ხედთან ერთად, არის უკეთესი ჰაერი, ბუნებასთან მეტი კავშირი, მზის ამოსვლით ტკბობა, ანტისტრესი და დიდხანს შენარჩუნებული კარგი მხედველობა“, - განაცხადა პაპუნა ხაზალიამ.

გარდა ამისა, სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, „მეტი დეველოპმენტი“ სხვადასხვა აქტივობითაც გამოირჩევა. კომპანია ხშირად არიგებს სოციალურად დაუცველ ოჯახებში სურსათს და სხვადასხვა აქციით მოუწოდებს ადამიანებს სიკეთისკენ. თუმცა, „მეტი დეველოპმენტის“ საქველმოქმედო სახის ღონისძიებები ხანდაზმულთა თავშესაფრიდან დაიწყო, სადაც მათ პირველი დაბადების დღე აღნიშნეს.

„ადრე ერთ-ერთი ნაცნობისგან მოვისმინე, რომ მან თავისი პირადი დაბადების დღე მოხუცებულთა პანსიონში გადაიხადა. ძალიან მომეწონა ეს იდეა და გადავწყვიტე, გუნდისთვის შემეთავაზებინა. გუნდმა აღფრთოვანებით მიიღო და გადაწყდა კიდეც, მაგრამ თავად იმ ფაქტმა, რომ ეს სხვისი იდეა იყო, ჩვენც მოგვეწონა და გავიმეორეთ, გამააზრებინა, რომ სიკეთე ჩუმად კი არა, ხმამაღლა უნდა აკეთო, რათა ადამიანებმა მოისმინონ, მათაც მოუნდეთ და მათაც მიეცეთ ამის გაკეთების საშუალება.

გარდა ამისა, პირადად მე არ მყავს მშობლები და ამ საოცარი ადამიანების გარემოსთან ზიარება ჩემთვის ძალიან სასიამოვნო იყო. კომპანიაში ერთსულოვნად მიაჩნიათ, რომ ეს იყო ყველაზე ღირებული დაბადების დღე, რომელსაც თითოეული მათგანი დასწრებია“, - აღნიშნა პაპუნა ხაზალიამ.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე
საქართველოში MG (Morris Garages)-ის პირველი ოფიციალური შოურუმი გაიხსნა