გიორგი შარაშიძე - „საქართველოსთვის" პროგრამის ფუნდამენტური ღირებულება სამართლიანი სახელმწიფოა

პარტია „საქართველოსთვის" პროგრამის ფუნდამენტური ღირებულება არის სამართლიანი სახელმწიფო, რაც, პირველ რიგში, გამოიხატება იმაში, რომ საქართველოს მოქალაქეებს უნდა ჰქონდეთ თანაბარი წვდომა სახელმწიფო რესურსებსა და შესაძლებლობებზე, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის" პოლიტსაბჭოს წევრმა გიორგი შარაშიძემ განაცხადა. მისი თქმით, პირველ რიგში, ეს გამოიხატება სამეწარმეო ბიზნეს საქმიანობის ინვესტირებით.

„საქართველოს რეგიონებში ლოკალური პოტენციალის გათვალისწინებით და ამ მიმართულებით, პარტიის პროგრამაში ბევრი მნიშვნელოვანი ინიციატივა და ინსტრუმენტი არის გათვალისწინებული, პირველ რიგში, ეს არის მიზიდულობის ცენტრები რეგიონებში, რაც ნიშნავს დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას და დამატებითი ლოკალური შესაძლებლობების გაჩენას, რაც შეიძლება მეტი ქართული ოჯახისთვის და მეწარმისთვის და რაც მთავარია, საგადასახადო და, ზოგადად, პრობიზნესური გარემოს შექმნა საქართველოს უკლებლივ ყველა რეგიონში“,- განაცახდა შარაშიძემ. გიორგი შარაშიძემ ხაზი გაუსვა რეგიონული პოლიტიკის საკითხებს და აღნიშნა, რომ აუცილებელია, საქართველოს ყველა რეგიონს თანაბრად ჰქონდეს განვითარების შესაძლებლობა.

„მიუხედავად რეგიონული მასშტაბის და მოცულობისა, თანაბრად უნდა იყოს გადანაწილებული პოტენციალი ქვეყანაში და რაც მთავარია, ლოკალური პოტენციალი იყოს მაქსიმალურად ათვისებული. ზოგ რეგიონში ეს არის ტურიზმი, ზოგ რეგიონში ეს არის სოფლის მეურნეობა და ასე შემდეგ. ჩვენთვის ახლა მთავარია, გადანაწილდეს პოტენციალი საქართველოს რეგიონებში ისე, რომ არ არსებობდეს, ესე ვთქვათ, ჩამორჩენილი და წინ წასული რეგიონი და მეტ-ნაკლებად თანაბრად გადანაწილდეს, განვითარდეს ქვეყანა“,- განაცხადა შარაშენიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა