თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში სისხლის დონორთა მსოფლიო დღე უანგარო დონაციის აქციით აღინიშნა

სისხლის დონორთა მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში უანგარო დონაციის აქცია ჩატარდა.

„ყოველი წლის 14 ივნისს მსოფლიო სისხლის დონორთა დღეს აღნიშნავს. ეს დღე სისხლის დონორთა მიმართ მადლიერების გამოხატვას ემსახურება და ასევე, რეგულარული უანგარო დონაციის მნიშვნელობას უსვამს ხაზს. საქართველოში სისხლის გადასხმა სჭირდება წელიწადში 10-15 ათას ადამიანს; ერთჯერადად ჩაბარებული სისხლით კი შესაძლებელია 3 ადამიანის სიცოცხლის ხსნა.

2021 წლის 14 ივნისს სისხლის დონორთა მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ჩატარდა უანგარო დონაციის აქცია. ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, შპს „თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის და ინგოროყვას მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების საუნივერსიტეტო კლინიკა“, თსსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობა, საქართველოს ფარმაცევტ სტუდენტთა ასოციაცია და ევროპის მედიკოს სტუდენტთა ასოციაცია (EMSA).

თსსუ-ში სისხლის უანგარო დონაციის აქციაში აქტიური მონაწილეობა მიიღეს უნივერსიტეტის სტუდენტებმა, აკადემიურმა და ადმინისტრაციულმა პერსონალმა, ასევე, საუნივერისტეტო სპორტის ფედერაციის წარმომადგენლებმა და საქართველოს სხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებმა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა