ნატო-ს სამიტის კომუნიკე - მივესალმებით ბოლოდროინდელ პოლიტიკურ შეთანხმებას და მხარს ვუჭერთ მის სრულ განხორციელებას - მზად ვართ, გავზარდოთ მხარდაჭერა საქართველოს მიმართ

ჩვენ მივესალმებით ბოლოდროინდელ პოლიტიკურ შეთანხმებას და მხარს ვუჭერთ მის სრულ განხორციელებას - მზად ვართ, გავზარდოთ ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს მიმართ, - ამის შესახებ ნატო-ს სამიტის კომუნიკეშია აღნიშნული.

ამავე ინფორმაციით, საქართველოს ურთიერთობა ალიანსთან შეიცავს ყველა პრაქტიკულ ინსტრუმენტს საბოლოო წევრობისთვის მოსამზადებლად.

„ჩვენ მაღალ შეფასებას ვაძლევთ საქართველოს მნიშვნელოვან წვლილს ნატო-ს ოპერაციებში, რაც აჩვენებს მის ერთგულებას და შესაძლებლობას, ხელი შეუწყოს ევროატლანტიკურ უსაფრთხოებას. ჩვენ მივესალმებით ბოლოდროინდელ პოლიტიკურ შეთანხმებას და მხარს ვუჭერთ მის სრულ განხორციელებას. ეს შეთანხმება გზას უხსნის მნიშვნელოვან რეფორმებს, რომლებიც დაეხმარება საქართველოს, ასპირანტ ქვეყანას, გაწევრიანების პროცესში მომზადებაში. ჩვენ მზად ვართ, ნატო-საქართველოს კომისია და ყოველწლიური ეროვნული პროგრამა სრულად გამოვიყენოთ პოლიტიკური დიალოგისა და თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით. ჩვენ მივესალმებით საქართველოს მიერ მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესს რეფორმების კუთხით, რომელიც საქართველომ განახორციელა და უნდა გაგრძელდეს და რომელიც დაეხმარა საქართველოს თავდაცვის შესაძლებლობების განმტკიცებაში. საქართველოს ურთიერთობა ალიანსთან შეიცავს ყველა პრაქტიკულ ინსტრუმენტს საბოლოო წევრობისთვის მოსამზადებლად. ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების საკითხებზე, რუსეთის მზარდი დესტაბილიზაციის აქტივობების საპასუხოდ და მივესალმებით განახლებული ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განსახორციელებლად გადადგმულ ნაბიჯებს. ჩვენ მზად ვართ, გავზარდოთ ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს მიმართ“, - აღნიშნულია კომუნიკეში .

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო