საბა ბუაძე - ვიდრე გახარიას პარტიაში გაერკვევით ხელისუფლებაში ხართ თუ ოპოზიციაში, „ლელომ“ უკვე დაარეგისტრირა ჩვენი საკანონმდებლო წინადადება დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სააგენტოს შესახებ

„ლელოს“ წევრი საბა ბუაძე პარტიის „საქართველოსთვის“ წარმომადგენლებს მიმართავს და აცხადებს, რომ სანამ ისინი იმაში ერკვევიან, ხელისუფლებაში არიან თუ ოპოზიციაში, „ლელომ“ პარლამენტში დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სააგენტოს ინივიატივა დაარეგისტრირა.

ბუაძის კომენტარს „ლელო საქართველოსთვის“ ავრცელებს.

„კიდევ 4-5 წელი დაგეცადათ და მერე დაგეწყოთ კორუფციასთან „უკომპრომისო“ ბრძოლა. სანამ გახარიას პარტიაში გაერკვევით ხელისუფლებაში ხართ თუ ოპოზიციაში, „ლელომ“ უკვე დაარეგისტრირა და ბიუროზე განიხილა ჩვენი საკანონმდებლო წინადადება დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სააგენტოს შესახებ.

ამ სააგენტოს და საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის საშუალებით, ჩვენ ვაპირებთ გამოვიძიოთ და ვამხილოთ ის კორუფცია, რომელიც თქვენი ხელისუფლებაში ყოფნის დროს „აყვავდა". სიტყვას მხოლოდ მაშინ აქვს ფასი, როდესაც მას კონკრეტული გაკეთებული საქმე მოყვება“,- აცხადებს საბა ბუაძე.

ფრაქცია "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" მიერ მომზადებული ანტიკორუფციული სააგენტოს შესახებ კანონპროექტი უკვე დარეგისტრირდა. კანონპროექტის საკომიტეტო განხილვები 18 ივნისს დაიწყება.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა