დავით ზალკალიანი - ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველო ნატო-ს სამიტზე არ ყოფილა, ეს ძალიან კარგად უნდა ახსოვდეთ ადამიანებს, ვინც ასეთ სიცრუეს ავრცელებს, რადგან სწორედ ისინი იყვნენ მაშინ ხელისუფლებაში

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველო არ ყოფილა ნატო-ს სამიტზე, ძალიან კარგად უნდა ახსოვდეთ იმ ადამიანებს, ვინც ასეთ სიცრუეს ავრცელებს, რადგან სწორედ ისინი იყვნენ მაშინ ხელისუფლებაში , - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა.

მინისტრი ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებები, რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როცა საქართველო არ ყოფილა ნატო-ს სამიტზე მიწვეული საზოგადოების შეცდომაში შეყვანაა.

"კონკრეტული ფაქტებით შემიძლია ვესაუბრო ოპონენტებს მაშინ, როდესაც საქმე ეხება ჩვენ ქვეყანას, ჩვენი მთავარი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტის ნატო-ში ინტეგრაციის საკითხს. ვფიქრობ, მიუღებელია ოპონენტების მხრიდან აბსოლუტურად გაუმართლებელი პოლიტიკური მიზნებისთვის თუ ქულებისთვის და არ მგონია, რომ ეს ტყუილები და სიცრუე მათ რაღაცა პოლიტიკურ ქულებს და ღირსებას შემატებს. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველო არ ყოფილა ნატო-ს სამიტზე. ძალიან კარგად უნდა ახსოვდეთ იმ ადამიანებს, ვინც ასეთ სიცრუეს ავრცელებს, რადგან სწორედ ისინი იყვნენ მაშინ ხელისუფლებაში და არ მინდოდა ამის თქმა, რომ ჩასაფრებულის პოზიციიდან მესაუბრა ოპონენტებთან საქართველოსთვის ასეთ მნიშვნელოვან საკითხზე, მაგრამ ფაქტია, რომ არც 2009 წელს მაშინ, როდესაც ზუსტად ანალოგიური სიტუაცია იყო და აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია და ახალი პრეზიდენტი იყო ჩასული სამიტზე და მხოლოდ ვიწრო შემადგენლობით შეიკრიბა სამიტი არ იყო მიწვეული საქართველო. ისევე როგორც 2005 წელს, როდესაც საქართველო არ ესწრებოდა სამიტს. ეს არის ფაქტები. აბსოლუტურად მიუღებელია ასეთი სიცრუე და საზოგადოების შეცდომაში შეყვანა. აქ უნდა იყოს სრული კონსოლიდაცია ყველა ოპონენტის თუ პოლიტიკური პარტიის, რადგან საქმე ეხება მთავარს - ჩვენს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტს ნატო-ში ინტეგრაციას" , - განაცხადა ზალკალიანმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო