გივი მიქანაძის განცხადებით, 21 ივნისს საპარლამენტო არჩევნების შედეგების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შეხვედრაზე ცესკო-ს თავმჯდომარესა და პროკურატურის წარმომადგენლებს მიიწვევენ

„ქართული ოცნების“ დეპუტატის გივი მიქანაძის განცხადებით, საპარლამენტო არჩვენების დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ვაკის 41-ე საარჩევნო უბნის კომისიის წევრებთან შეხვედრის შედეგად გაირკვა ოქმსა და გადათვლის შედეგად მიღებულ შედეგებს შორის დისბალანსის მიზეზი და დადგინდა, რომ აღნიშნულ დისბალანსს საბოლოო შედეგებზე არსებითი გავლენა არ მოუხდენია.

ამასთან, როგორც მიქანაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, 21 ივნისს კომისიის მუშაობის ფარგლებში ასევე იგეგმება ცენტრალურ საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესთან შეხვედრა.

„ვაკის საარჩევნო უბნის კომისიის წევრებთან შეხვედრის დროს დავადგინეთ, რომ ის დისბალანსი, რომელიც იკვეთებოდა ამ უბნის ოქმსა და გადათვლის შედეგად მიღებულ მონაცემებს შორის, ეს იყო 18 ხელმოწერით მეტი, გამოწვეული იყო იმისგან, რომ გადასატან ყუთში რეგისტრატორის მიერ დაშვებული შეცდომის გამო ბიულეტენებს არ ჰქონდა ბეჭედი და ხელმოწერა, რის გამოც ეს ბიულეტენები უნდა ჩათვლილიყო ბათილად. გამომდინარე იქიდან, რომ უბნის კომისიამ ამაზე გადაწყვეტილება არ მიიღო, დავდექით იმ რეალობის წინაშე, რომ სრულიად უსაფუძვლოდ დადგა დისბალანსი ამ კონკრეტულ უბანზე. შემდგომში, კომისიის თავმჯდომარემ დროებითი საგამოძიებო კომისიის წინაშე აღიარა მის მიერ დაშვებული შეცდომა და შემდეგ უკვე ოლქის თავმდჯომარესთან საუბრისას დადგინდა, რომ კონკრეტული კომისიის თავმჯდომარის მიმართ დადგა დისციპლინური პასუხისმგებლობა, რაც იყო აბსოლუტურად სამართლიანი და სწორი. ეს იმაზე მიუთითებს, რომ ოლქის მიერ გატარდა შესაბამისი ღონისძიება და განხორციელდა რეაგირება, რის საფუძველზეც კონკრეტული უბნის თავმჯდომარე დისციპლინურ პასუხისმგებლობაში იქნა მიცემული.

ყველა ის ბიულეტენი, რომელიც დათვლილი იყო საარჩევნო ოლქში, დარღვევის გარეშე ასახავდა იმ მოქალაქეების ნებას, რომელთაც ხმა მისცეს ვაკის 41-ე უბანზე. ასევე რეგისტრატორებთნ საუბრისას გამოიკვეთა, რომ ერთ-ერთი რეგისტრატორი იყო „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელი, რომელმაც კომისიას, ისევე როგორც კომისიის სხვა წევრებმა ერთხმად დაუდასტურეს, რომ არანაირ უხეშ დარღვევას, გაყალბებას და მანიპულაციას უბანზე ადგილი არ ჰქონია და მოქალაეების მიერ გამოხატული ნება იყო პირდაპირპროპორციული იმ ოქმისა, რომელიც ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ატვირთა თავის ვებ-გვერდზე.

კომისიამ იმსჯელა შემდეგი საქმიანობის თაობაზე და დაადგინა, რომ 17 ივნისს განხორციელდება შეხვედრა გურჯაანის მე-3 და ნაძალადევის 66-ე საარჩევნო უბნების კომისიის წევრებთან და ამავე ოლქების თავმჯდომარეებთან. ხოლო 18 ივნისს შევხვდებით მარნეულის 89-ე საარჩევნო უბნის კომისიის წევრებს და იმ 4 არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს, რომელთაც ყველაზე დიდი სადამკვირვებლო მისია ჰქონდათ არჩევნებზე“,- განაცხადა მიქანაძე.

მისივე თქმით, 21 ივნისს კომისიის სხდომაზე მიწვეული იქნებიან პროკურატურის ის წარმომადგენლები, რომლებსაც შეუძლიათ, არჩევნებთან დაკავშირებით მიმდინარე საქმეებზე კომისიის წევრების კითხვებს უპასუხონ.

„სხდომაზე გაანალიზებული იქნა გენერალური პროკურატურის მიერ მოწოდებული ინფორმაცია, რომლის საფუძველზე შემიძლია გითხრათ, რომ გამოძიება დაწყებულია 119 საქმეზე, აქედან 80-ზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს, 20-ზე კი შეწყდა, 17 პირის მიმართ დაწყებულია დევნა, 5 პირზე დევნა შეწყდა ამნისტიის გამო სასამართლოში არის 15 საქმე, აქედან 7 მიმდინარე, 4 საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი დადგა, 1-ზე კი გამამართლებელი, თუმცა პროკურატურამ გაასაჩივრა. 3 საქმე შეწყდა ამნისტიით. ასე რომ, ჩვენ მიზანშეწონილად მივიჩნიეთ, რომ 21 ივნისს მოვიწვიოთ პროკურატურის წარმომადგენლები, რომლებიც არჩევნებთან დაკავშირებით მიმდინარე საქმეებზე კომისიას პასუხს გასცემენ“,- განაცხადა მიქანაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო