მიხეილ ჩხენკელმა მე-200 სკოლის მოსწავლეებს სასწავლო წლის დასრულება მიულოცა

განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი მე-200 სკოლას ეწვია და სასკოლო საზოგადოებას 2020-2021 სასწავლო წლის წარმატებით დასრულება პირადად მიულოცა.

მინისტრმა მადლობა გადაუხადა მოსწავლეებს, მასწავლებლებს, სკოლის ადმინისტრაციასა და მშობლებს იმ ძალისხმევისათვის, რომელიც მათ მთელი წლის განმავლობაში გასწიეს.

როგორც განათლების სამინისტროს ინფორმაციაშია აღნიშნული, სასწავლო წლის დასრულება სკოლის ეზოში საზეიმოდ აღინიშნა – გამოიფინა ბავშვების ნამუშევრები და სხვადასხვა აქტივობა ჩატარდა. სკოლას წელს 5 კურსდამთავრებული ჰყავს, რომელთაც საბაზო საფეხური დაასრულეს. ერთ-ერთი მოსწავლე სწავლის გაგრძელებას პროფესიულ სასწავლებელში გეგმავს.

მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნა, რომ პანდემიით გამოწვეული სირთულეების მიუხედავად, სამინისტრომ სასკოლო საზოგადოების დიდი ჩართულობით, ერთობლივი ძალისხმევით შეძლო ამ დიდი გამოწვევის დაძლევა, მოსწავლეები ბუნებრივ გარემოში დააბრუნა და მათთვის სკოლებში უსაფრთხო გარემო უზრუნველყო.

მინისტრის თქმით, ორმაგად სასიხარულოა ის ფაქტი, რომ მიმდინარე სემესტრი საკლასო ოთახებში დასრულდა. ეს იმას ნიშნავს, რომ წერტილოვანი შეზღუდვებით, სკოლებში უსაფრთხოების კონტროლითა და მათი საჭირო რესურსებით აღჭურვის გზით სამინისტრომ ვირუსის შიდა გავრცელება თავიდან აიცილა და პროცესი წარმატებით მართა.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, მე-200 სკოლაში ამჟამად სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე 63 მოსწავლე სწავლობს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს