ტიტუს კორლატეანი - რუმინეთის პარლამენტის  საგარეო საქმეთა  კომიტეტი მხარს უჭერს საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციას

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს, ნიკოლოზ სამხარაძეს რუმინეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ტიტუს კორლატეანი წერილით მიმართავს, რომელშიც ხაზგასმულია საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული დეკლარაციის მნიშვნელობა ნატოში ინტეგრაციის ხელშეწყობის თვალსაზრისით.

„ჩვენ, რუმინეთის პარლამენტის საგარეო საკითხთა კომიტეტის წევრები, ხაზს ვუსვამთ საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ დეკლარაციას. ჩვენი კომიტეტი სრულად ეთანხმება და ახდენს აღნიშნული დეკლარაციის რატიფიკაციას.

მივესალმებით იმ ფაქტს, რომ საქართველოს პოლიტიკურმა პარტიებმა ხელი მოაწერეს დეკლარაციას, რითაც კიდევ ერთხელ გამოხატეს მხარდაჭერა და ფართო პოლიტიკური კონსენსუსი",- ნათქვამია წერილში.

როგორც პარლამენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, რუმინეთის საგარეო საქმეთა კომიტეტი გამოხატავს სრულ მხარდაჭერას საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციასთან დაკავშირებით.

„მხარს ვუჭერთ საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციას, რაც წარმოადგენს 2008 წლის ნატო-ს ბუქარესტის სამიტის მთავარ მიზანს, როდესაც რუმინეთის მხარდაჭერით მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი. გვწამს, რომ შავი ზღვის რეგიონში მჭიდრო თანამშრომლობა და ინტეგრაცია სასიცოცხლო მნიშვნელობისაა რეგიონის უსაფრთხოებისათვის.

ნატო-ს მიზანი, „მთლიანი, თავისუფალი და მშვიდობიანი ევროპა", წარმოადგენს ჩვენი უსაფრთხოების ქვაკუთხედს. ნატო-ში საქართველოს გაწევრიანება კიდევ უფრო გააძლიერებს უსაფრთხოებასა და სტაბილურობას ევროატლანტიკურ სივრცეში", - ნათქვამია წერილში.

ასევე, როგორც პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციაშია ნათქვამი, რუმინეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრები მოუწოდებენ საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს ამბიციური რეფორმების განხორციელებისკენ, რათა მოხდეს დემოკრატიული კონსოლიდაცია და კანონის უზენაესობა.

„იმედი გვაქვს, რომ ნატო-ს ბრიუსელის სამიტი მოგვცემს შესაძლებლობას, გავაძლიეროთ თანამშრომლობა და ურთიერთთავსებადობა ნატო-სა და საქართველოს შორის და გავუხსნათ საქართველოს გზა ნატო-ს სრულფასოვანი წევრობისკენ", - აღნიშნულია წერილში.

იხილეთ ბმული:

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო