არჩილ თალაკვაძე - დარწმუნებული ვარ, მხარდაჭერა, რაც კახა კალაძეს საზოგადოების მხრიდან აქვს, მომავალში, რასაკვირველია, დარჩება ჩვენი გუნდის მთავარ მამოძრავებელ ძალად

დარწმუნებული ვარ, დედაქალაქის განვითარება გაგრძელდება ჩვენი გუნდის ლიდერობით და ის მხარდაჭერა, რაც კახა კალაძეს ჩვენი საზოგადოების მხრიდან აქვს, მომავალში, რასაკვირველია, ასევე დარჩება ჩვენი გუნდის მთავარ მამოძრავებელ ძალად, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

კითხვაზე, ხომ არ უკავშირდება კახა კალაძის მხრიდან საქმიანობის ანგარიში წინასაარჩევნო კამპანიას, როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, ეს ანგარიში განპირობებულია იმით, რომ კახა კალაძე პასუხისმგებლიანია და თავის ანგარიშვალდებულებას საზოგადოებასთან ყოველთვის აფიქსირებს.

„დღეს, როდესაც ის აბარებს მოქალაქეებს ანგარიშს იმასთან დაკავშირებით, რა გაკეთდა დედაქალაქში, ესაა დემოკრატიის ნაწილი, ანგარიშვალდებულების სტანდარტი, რომელიც კახა კალაძეს ყოველთვის ჰქონდა, ამიტომ მიიღო მაღალი მხარდაჭერა. დარწმუნებული ვარ, მომავალშიც, როგორც ჩვენი გუნდის ლიდერი, ისარგებლებს მოქალაქეების მაღალი მხარდაჭერით. ამას განაპირობებს ის, რომ ის არის საქმის მკეთებელი, პასუხისმგებლიანი და პროგრესული ადამიანი. მეორე მხრივ, ის ყოველთვის აფიქსირებს თავის ანგარიშვალდებულებას საზოგადოებასთან“,- განაცხადა თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, რომ ორბელიანის მოედანზე კახა კალაძე ინფრასტრუქტურის განვითარების პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებულ პროექტებზე ანგარიშის პრეზენტაციას მართავს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა