კახა კალაძე - ვალდებული ვარ, საზოგადოებას ჩავაბარო სრული ინფორმაცია პროექტებთან დაკავშირებით, რომელიც გაკეთდა, ან ვერ გაკეთდა

დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, ვალდებულია, საზოგადოებას მიაწოდოს სრული ინფორმაცია იმ პროექტებთან დაკავშირებით, რომელიც დედაქალაქში გაკეთდა ან ვერ გაკეთდა.

ამის შესახებ კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, უკავშირდება თუ არა მის მიერ საქმიანობის ანგარიშის წარდგენა წინასაარჩევნო კამპანიას.

„ჩვენ 2017 წელს საზოგადოებას წარვუდგინეთ ჩვენი საარჩევნო პროგრამა, რომელიც 7 ძირითადი მიმართულებისგან შედგებოდა. გამომდინარე იქიდან, რომ წელს შემოდგომაზე მეწურება მანდატი, ვალდებული ვარ, საზოგადოებას ჩავაბარო სრული ინფორმაცია იმ პროექტებთან დაკავშირებით, რომელიც გაკეთდა, ან ვერ გაკეთდა, ასევე იმაზე, რა არის გამოწვევები და პრობლემები“,- განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, ორბელიანის მოედანზე კახა კალაძემ ინფრასტრუქტურის განვითარების პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებულ პროექტებზე ანგარიშის პრეზენტაცია გამართა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო