დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე - გადაწყვეტილება მიიღო თავად მეუფე სპირიდონმა, გამომდინარე იმ რთული და დაძაბული ვითარებიდან, რაც ბავშვთა სახლის ირგვლივ შეიქმნა

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზ, ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, მეუფე სპირიდონი პანსიონიდან საკუთარი ნებით წავიდა. ამის შესახებ მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

„რომ არა მეუფე სპირიდონის პირადი გადაწყვეტილება ძალიან ძნელი იქნებოდა, რომ ვინმეს ეთქვა მისთვის, იმიტომ რომ მთელი ცხოვრება ჩადებული აქვს ამ ადამიანს ამ სახლში. გადაწყვეტილება მიიღო თავად მან, გამომდინარე იმ გარემოებებიდან , რომელიც შეიქმნა, იმ რთული და დაძაბული ვითარებიდან, რაც ამ სახლის ირგვლივ შეიქმნა“ , - განაცხადა დეკანოზმა.

ამასთან, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძემ, აღნიშნა, რომ პანსიონატში შესაძლებელია, რომ რეალურად ხდებოდა რაღაცები, თუმცა მისი თქმით, ეს საჭიროებს გამოძიებას.

„საპატრიარქოს ბავშვთა სახლის პანსიონების წარმოჩენა, რომ იქ ბავშვებს ხელკეტებით სცემენ, ორი ღამე არ აძინებენ, რომ თითქოს ბავშვებს გადაამტვრიეს „პოლის ჯოხი“ თავზე, წარმოგიდგენიათ, რომ „პოლის ჯოხი“ გადაამტვრიო თავზე? ან როგორ უნდა მოახერხო, რომ ორი ღამე ბავშვს არ ეძინოს, ანუ მასთან ერთად არ უნდა ეძინოს სადისტ აღმზრდელს, თუ ამ სადისტმა აღმზრდელებმა უნდა იმორიგეონ, რომ თვითონ დაიძინონ დრო და დრო და ეს ბავშვი არ დააძინონ. რა თქმა უნდა, უტრირებული არის ბევრი რამე, თუმცა შესაძლებელი არის და ვუშვებ ამას და გასაგებია, რომ რაღაცა ნაწილობრივ აი ამ ახალი სტანდარტით გადაცდომები იყოს. თუმცა შესაძლებელია არის ისიც, რომ რეალურად ხდებოდა რაღაცები, რომელიც საჭიროებს გამოძიებას. ასე ხელაღებით ამხელა შრომის, სიკეთის და ღვაწლის არაფრად ქცევა, არის დიდი უმადურობა“, - აღნიშნა ჯაღმაიძემ.

ცნობისთვის, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის ხელმძღვანელად მეუფე იაკობი დაინიშნა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს