ანდრია ჯაღმაიძე სახალხო დამცველთან თანამშრომლობაზე - მასთან ურთიერთობას ხელოვნურად  არ გავურბივართ - დრო მოიტანს, ვნახოთ

თუ პროცესს გადაავლებთ თვალს, რაც ხდება ნინოწმინდის პანსიონატის გარშემო, ყველას რაღაცა შეეშალა - ცოტა ხანში ვნახავთ, რომ მოსამართლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ძალიან ბევრ ასპექტში არღვევს სწორედ იმ ბავშვთა უფლებებს, რომლისთვისაც თითქოს იყო მოწოდებული - ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

მისივე თქმით, ყველამ რაღაცა დაარღვია, მათ შორის ჟურნალისტებმა და ომბუდსმენმა.

„ცოტა ხანში ვნახავთ, რომ მოსამართლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ძალიან ბევრ ასპექტში არღვევს სწორედ იმ ბავშვთა უფლებებს, საუკეთესო ინტერესებს, რომლისთვისაც თითქოს იყო მოწოდებული. ყველამ რაღაცა დაარღვია, მათ შორის ტელევიზიებმა, ჟურნალისტებმა, ომბუდსმენმა, ყველას რაღაცა შეეშალა. ნურავინ ნუ გამოიდებს თავს, რომ ეს ყველაფერი კარგად ესმის, რამდენიც არ უნდა ვიმსჯელოთ ძნელია დააჯერო ვინმე , რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესების განმარტებას ბევრი ადამიანი სწორად შეძლებს.

ახალ ეტაპზე ვართ და ერთმანეთს ნუ დავძრახავთ იმის გამო, რომ რაღაცები არ ვიცით. ვინც ამაზე ბევრს ლაპარაკობს შეიძლება თვითონაც არ იცის ბევრი რამ ამის შესახებ“ , - განაცხადა ჯაღმაიძემ.

კითხვაზე, აპირებთ თუ არა ითანამშრომლოთ სახალხო დამცველთან, ჯაღმაიძე პასუხობს, რომ „დრო მოიტანს, ვნახოთ“.

„რა თქმა უნდა, ხელოვნურად მასთან ურთიერთობას არ გავურბივართ, მაგრამ რაღაც კონსტრუქციული ნაბიჯები არის მათი მხრიდანაც საჭირო. ჩვენ, რაც ვნახეთ მათი მხრიდან მაქსიმალურად იქნა დაძაბული სიტუაცია და მაქსიმალურად იქნა აწეული ეს თემა. ისეთ შეკითხვას სვამთ, რომ თითქოს ამ ამბავში მთავარი ის იყოს, რომ სახალხო დამცველი შევა თუ არა. მთავარი აქ არის ბავშვები, რომლების სიმშვიდეც დღემდე ჩვენ ვერ უზრუნველვყავით მას შემდეგ, რაც ატყდა ასეთი ამბავი. პირველ რიგში უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ იქ ჩაცხრეს სიტუაცია და დამთავრდეს მათ ირგვლივ ეს აჟიოტაჟი“, -განაცხადა ჯაღამიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა