„ჯივიპი“ 15 ივნისს რჩეულიშვილის ქუჩაზე აუცილებელ სამუშაოებს ჩაატარებს

15 ივნისს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ნაძლადევის რაიონში, რჩეულიშვილის ქუჩაზე, წყალმომარაგების ქსელზე აუცილებელ გადაერთებით­ სამუშაოებს ჩაატარებს. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია ავრცელებს.

მათივე ცნობით, კომპანიის ტექნიკური ჯგუფები სამუშაობს 24 საათიან ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ.

„აღნიშნულთან დაკავშირებით, მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც 15 ივნისს 23:00 საათიდან 16 ივნისის 23:00 საათამდე, წყალმომარაგება შეეზღუდება:

ნაძალადევის რაიონში - თემქის მე-3 მიკრორაიონის კვარტლებს;

ავჭალა 1-ში - გაბაშვილის, მარჯნის, ღვალაძის, ქობის და ბრონშტეინის ქუჩებს, შესახვევებს და ჩიხებს.

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით - http://www.gwp.ge“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო