ზოგადი განათლების განვითარების ხელშეწყობის მიზნით სამინისტრო გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდთან ითანამშრომლებს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და „გუდავაძე-პატარკაციშვილის“ ფონდს შორის, ზოგადი განათლების განვითარების ხელშეწყობის მიზნით, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდიდან“ აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, მემორანდუმს ხელი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილე ეკატერინე დგებუაძემ და „გუდავაძე-პატარკაციშვილის“ ფონდის დირექტორმა ზურაბ კერვალიშვილმა მოაწერეს.

„ახლად გაფორმებული მემორანდუმი ზოგადი განათლების მიმართულებით სხვადასხვა ასპექტით თანამშრომლობას ითვალისწინებს, მათ შორის, სკოლებში ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის პროცესის ხელშეწყობას, ციფრული სასწავლო რესურსებისა და პლატფორმების განვითარებას, მშობლების, მასწავლებლებისა და დირექტორებისთვის მეთოდოლოგიური გზამკვლევების შემუშავებასა და სკოლის მიღმა დარჩენილი მოსწავლეების სკოლაში დაბრუნების პროგრამის მხარდაჭერას.

ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში მხარეები არაქართულენოვან სკოლებში ქართულის, როგორც მეორე ენის სწავლების გაუმჯობესებისთვის ერთობლივ პროგრამებსაც განახორციელებენ“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ვიდეო:საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე შატილის სკოლას ეწვია

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა