გეგმური სამუშაოების გამო, 16 ივნისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

გეგმური სამუშაოების გამო 16 ივნისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

„თელასის“ ინფორმაციით, ნაძალადევის რაიონში, გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდუბის დასახლების, თორნიკე ერისთავის, მექანიზაციის და მოლითის ქუჩების მოსახლეობას.

გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზედამზის, ლაითურის, გორდის, თოდრიას, ბუგეულის, კლდეკარის, ზღვისუბნის და ბეშენოვის ქუჩების მოსახლეობას. გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ერისთავის და ჭყონდილელის ქუჩების მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონში, გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის, დიდი დიღმის III, IV მიკრორაიონების, ანა პოლიტკოვსკაიას, ჯიქიას და წმინდა მოწამე ვასილისკოს ქუჩების მოსახლეობას.

ისნის რაიონში, გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბერი გაბრიელ სალოსის და ბოგდან ხმელნიცკის ქუჩების მოსახლეობას.

მთაწმინდის რაიონში, გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი წავკისის და სოფელი ტაბახმელას (ნაწილობრივ) მოსახლეობას. გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მაყაშვილის ქუჩის მოსახლეობას.

გლდანის რაიონში, გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლესელიძის ქუჩის მოსახლეობას. გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VI მიკრორაიონის, ვირთაგავას, მიქატაძის და ხერგიანის ქუჩების მოსახლეობას.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება”,- აღნიშნავენ თელასში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო