მეუფე იაკობი ნინოწმინდის პანსიონზე - გავერკვევით და რაც შესაცვლელია, შევცვლით

გავერკვევით და რაც შესაცვლელია, შევცვლით, - ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის ხელმძღვანელმა, მეუფე იაკობმა ჟურნალისტებთან ნინოწმინდის პანსიონზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ის აქამდე ნინოწმინდის პანსიონში მყოფ ბავშვებს არასოდეს შეხვედრია.

რაც შეეხება მეუფე სპირიდონს, რომელიც ამ დრომდე ბავშვთა პანსიონს ხელძღვანელობდა, თუმცა გუშინ ხელმძღვანელობიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო, როგორც მეუფე იაკობი დასძენ: „მეუფე სპირიდონს ყოველთვის შეუძლია მოვიდეს, ისეთი ღვაწლი აქვს, აქაურობას ვინ დაუკეტავს?“

კითხვაზე, ვინ დაიგვიანა რეაგირება პანსიონში შექმნილ ვითარებაზე, მეუფე იაკობის თქმით, „სახალხო დამცველმაც და ყველა იმ ორგანიზაცია, ვინც იცოდა“.

ცნობისთვის, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონს ბოდბელი ეპისკოპოსი, მეუფე იაკობი (იაკობიშვილი) უხელმძღვანელებს. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, მეუფე სპირიდონმა ეპარქიაში დაბრუნება თავისი ნებით გადაწყვიტა. რაც შეეხება ბავშვთა პანსიონს, პანსიონში ამ დრომდე 23 ბავშვი რჩება, რომლებიც სოციალური მუშაკების მეთვალყურეობის ქვეშ არიან.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის