განათლების მინისტრის მოადგილემ სასწავლო წლის დასრულება საზოგადოებას შატილის სკოლიდან მიულოცა

2020-2021 სასწავლო წლის დასრულების დღეს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ეკატერინე დგებუაძე მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორ დავით ნოზაძესთან ერთად შატილის სკოლას ეწვია და მასწავლებლებს, მოსწავლეებს, მათ მშობლებს და საზოგადოებას სასწავლო პროცესის დასრულება მიულოცა.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, მთელი წლის განმავლობაში გამოჩენილი მაქსიმალური სიფრთხილისა და პროტოკოლის სრული დაცვისთვის მინისტრის პირველმა მოადგილემ საჯარო და კერძო სკოლების წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ ახალი სასწავლო წელი კვლავ სკოლებში განახლდება.

„ეკატერინე დგებუაძე მიიჩნევს, რომ მიმდინარე სასწავლო წელი განსაკუთრებული იყო, რადგან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი წერტილოვანი შეზღუდვების ფონზე წარიმართა. თუმცა რთული პანდემიური ვითარების მიუხედავად, სასწავლო წელი საკლასო ოთახებში დასრულდა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

შატილის სკოლაში, სადაც ამჟამად 4 ბავშვი სწავლობს, უახლოეს პერიოდში სკოლის სასადილოს მშენებლობა იგეგმება, რომელიც ცოტა ხნის წინ ხანძრის შედეგად დაიწვა“, - აღნიშნავენ უწყებაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს