ყაჩაღობაში და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვაში ბრალდებულს 8 წლით პატიმრობა მიესაჯა

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, ყაჩაღობაში და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვაში ბრალდებულს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ინფორმაციას პროკურატურის პრესსამსახური ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და არაერთგზის ჩადენილი ყაჩაღობისთვის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა, შენახვისთვის ბრალდებული ლ.ც. დამნაშავედ ცნო.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად, ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2020 წლის 11 ოქტომბერს, თბილისში, ყაჩაღობისთვის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებისთვის ნასამართლევი ლ.ც. თავს დაესხა ბ.მ.-ს, რა დროსაც სიცოცხლისთვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით და იარაღის დემონსტრირებით დაზარალებულის 2500 ლარის ღირებულების მოპედს დაეუფლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ლ.ც.-ს მიერ ჩადენილი დანაშაულის შემდეგ, გატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა 12 ოქტომბერს, ერთ-ერთი სარდაფიდან ლ.ც.-ს მიერ უკანონოდ შეძენილი და შენახული სხვადასხვა ცეცხლსასროლი იარაღის ვაზნები ამოიღეს. ლ.ც. იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ყაჩაღობა, ჩადენილი არაერთგზის), 236-ე მუხლის პირველი ნაწილით და მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა, ჩადენილი არაერთგზის) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ლ.ც. სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა”,-აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო