მე-20 კადრირებული ბრიგადის სამხედროების შვილებისთვის „ბასტი-ბუბუს“ კონცერტი გაიმართა

მე-20 კადრირებული ბრიგადის სამხედროების შვილებისთვის „ბასტი-ბუბუს“ კონცერტი გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, საქართველოს ეროვნული გვარდიის მე-20 კადრირებული ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეების შვილებს სასწავლო წლის დასრულება „ბასტი-ბუბუს” სტუდიის ბავშვებმა მიულოცეს.

„სტუდიის ბავშვებმა „ბასტისთან“, „ბუბუსთან“ და „ბაბილინასთან“ ერთად მხიარული განწყობის შესაქმნელად კონცერტი სამხედროების შვილებისთვის თელავში, ვაჟა-ფშაველას სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში გამართეს და თანატოლებისთვის პოპულარული საბავშვო სიმღერები შეასრულეს. საღამოს დასასრულს გვარდიელების ბავშვებმა საჩუქრებად ასაკის შესაბამისი წიგნები და შემეცნებითი სათამაშოებიც მიიღეს. ღონისძიება თავდაცვის სამინისტროს სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტის ორგანიზებით, თავდაცვის სამინისტროსა და საბავშვო-გასართობ სტუდია „ბასტი-ბუბუს“ შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში ჩატარდა”,- ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო