„საქსტატი“ - 2020 წელს საქართველოში 110 ერთეული ცხოველთა და ფრინველთა სასაკლაო ფუნქციონირებდა

2020 წელს საქართველოში 110 ერთეული ცხოველთა და ფრინველთა სასაკლაო ფუნქციონირებდა, მათგან 19.1 პროცენტი - ქვემო ქართლში, 16.4 პროცენტი - კახეთში, 12.7 პროცენტი - შიდა ქართლში, 12.7 პროცენტი - იმერეთში, 11.8 პროცენტი - სამეგრელო-ზემო სვანეთში მდებარეობს, ხოლო დანარჩენი 25.5 პროცენტი სხვა რეგიონებშია განთავსებული.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ქვეყანაში 2020 წელს მოქმედ სასაკლაოებში დღის განმავლობაში მაქსიმუმ 58 523 ერთეული პირუტყვისა და ფრინველის დაკვლა იყო შესაძლებელი(ნაკლავის შესაძლო მაქსიმალური დღიური რაოდენობა). 2020 წლის განმავლობაში სასაკლაოებში დაკლულია 288.3 ათასი სული პირუტყვი, მათ შორის 37.8 პროცენტი მსხვილფეხა, ხოლო 62.2 პროცენტი-წვრილფეხა (ცხვარი, თხა, ღორი და სხვა). გარდა ამისა, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში სასაკლაოებში დაკლული ფრინველის რაოდენობა 12 005.8 ათასი ერთეულით განისაზღვრა.

სასაკლაოების მიერ 2020 წლის განმავლობაში 37 180.4 ტონა ხორცი იქნა წარმოებული (იგულისხმება დაკლული წონა, ფრინველის ხორცის ჩათვლით), საიდანაც 30.8 პროცენტი მოდის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხორცზე, 46.7 პროცენტი - ფრინველის, 21.7 პროცენტი - ღორის, 0.6 პროცენტი - ცხვრისა და თხის ხორცზე, ხოლო დანარჩენს უმნიშვნელო წილი უკავია.

დოკუმენტის მიხედვით, 2020 წლის განმავლობაში დაკლული პირუტყვიდან 1 530.4 ტონა შესყიდული იყო სასაკლაოს მიერ, საიდანაც 59.1 პროცენტი მოდის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხორცზე, ხოლო 36.4 პროცენტი ღორის ხორცზე, მომსახურება გაეწია 27.5 ათას პირს, საიდანაც 37.2 პროცენტი შინამეურნეობების (ოჯახური მეურნეობები) სახით იყვნენ წარმოდგენილნი. სასაკლაოებში დასაქმებულთა საშუალო თვიურმა რაოდენობამ 906 კაცი შეადგინა. ერთეული პირუტყვის დაკვლაზე მომსახურების საშუალო ფასი შეადგენს: მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის დაკვლის საფასური - 26.8 ლარი, ცხვრის ან თხის - 12.8 ლარი, ხოლო ღორის- 24.3 ლარი.

გიორგი კანაშვილი - უკვე გაჩნდა დაკვეთა სხვა პოლიტიკური კულტურის მქონე პოლიტიკოსებზე და დროა, პოლიტიკოსებმა ალღო აუღონ ახალ რეალობას
ქართული პრესის მიმოხილვა 20.01.2022
ანდრო გოცირიძე - 3+3-ის ფორმატის უსარგებლობა და საფრთხის შემცველობა ცხადია, უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ფონზე მასში საქართველოს გაწევრიანება, შესაძლოა, რუსეთიდან ჩვენზე ზეწოლის ერთ-ერთი მიმართულებაც იყოს
ერთად ყოფნის 10 წელი - „კარფური“ 10 წლის იუბილეზე ერთგულ მომხმარებლებს, ყოველ თვე განსაკუთრებული პრიზებით დააჯილდოებს
ფრანგულ ბრენდ  ETAM-ის ახალი ფილიალი „დრესაპ ჯგუფისგან“
„კავკასუს ონლაინის“ გენერალური დირექტორი განცხადებას ავრცელებს