სუს-ის სასწავლო ცენტრსა და თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრის დირექტორმა გიორგი ვაშაკიძემ და თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის დირექტორმა თეა ნიკოლაშვილმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, მემორანდუმი რამდენიმე პროექტისა და ღონისძიების მიმართულებით თანამშრომლობას ითვალისწინებს, მათ შორის უსაფრთხოების სექტორისთვის ერთობლივად შემუშავებულ ლიდერობის და მართვის პროგრამას.

„როგორც თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის დირექტორმა თეა ნიკოლაშვილმა განაცხადა, აღნიშნული მემორანდუმი გრძელვადიანი ეფექტიანი თანამშრომლობის წინაპირობა გახდება.

მემორანდუმის ფარგლებში, იგეგმება ღონისძიებები და აქტივობები, რომლებიც ხელს შეუწყობს უსაფრთხოების და თავდაცვის სექტორის გაძლიერებას“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო