გიორგი ხოჯევანიშვილი - ბრალდებები და რიტორიკა, რომელიც „ქართული ოცნების" მენეჯმენტს აქვს, აბსოლუტურად ემსგავსება „ნაცმოძრაობის" რიტორიკას

ბრალდებები და რიტორიკა, რომელიც დღეს „ქართული ოცნების" მენეჯმენტს აქვს, აბსოლუტურად ემსგავსება „ნაციონალური მოძრაობის" რიტორიკას და ამას ჩვენი საზოგადოება აფასებს,- ასე ეხმიანება პარტია „საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი გიორგი ხოჯევანიშვილი ჟურნალისტებთან მათი პარტიის ლიდერის, გიორგი გახარიას შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებებს.

ხოჯევანიშვილი არ გამორიცხავს, რომ გახარიას მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყოს. მისივე თქმით, 20 ივნისს სახელმწიფო ინსტიტუციებზე შეტევის მიტანას ჰქონდა ადგილი, რომელიც სახელმწიფომ აღკვეთა და ეს არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი სახელმწიფოსთვის.

„საზოგადოება კარგად ხედავს, რომ ჩვენი პარტიის დაფუძნების დღიდან, ყოველ დღე უამრავი ადამიანი გვიერთდება, დავიწყეთ რეგიონული ოფისების გახსნა. საზოგადოებას ვესაუბრებით ჩვენს პროგრამაზე. გვესმის, რომ ამ ფონზე მმართველი პარტია ყველანაირად ცდილობს, როგორმე ზიანი მოგვაყენოს. საჭიროდ არ ვთვლი, რომ ამ საკითხებზე შინაარსობრივ პოლემიკაში შევიდე, შეთქმულების თეორიებზე საუბარი არასერიოზულია. „ქართულ ოცნებაში“ იმ ადამიანებს ვუთანაგრძნობ, ვინც ამ ყველაფერს რეალურად აფასებენ და მათ ამ ყველაფრის მოთმენა და გაგებით მოკიდება უწევთ. პირველივე დღეს ვთქვით, რომ ჩვენს მიმართ მსგავსი არაჯანსაღი დამოკიდებულება და შეთქმულების თეორიების გახმოვანება გაგრძელდებოდა, დაიწყებოდა კიდევ ახალი თეორიების მოგონება. ირაკლი კობახიძემ დაადასტურა კიდეც, რომ ეს ყველაფერი შეთქმულების თეორიებია. შესაბამისად, მსგავს უსაფუძვლო ბრალდებებს მომავალშიც ველოდებით, მაგრამ ამ ყველაფერს საქმით ვუპასუხებთ. ჩვენს წინააღმდეგ ბრძოლა დაშვებული თუ დაუშვებელი მეთოდებით მიმდინარეობს, ეს ბრძოლა მომავალში მოიმატებს და ასეთი უსაფუძვლო ბრალდებების მომსწრე გავხდებით,"- განაცხადა ხოჯევანიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გუშინ, ტელეკომპანია „მთავარის“ ეთერში გიორგი გახარიაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა. მისი შეფასებით, კითხვები, რომლებიც „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ქმედებებთან დაკავშირებითაა დაგროვილი, სწორედ გიორგი გახარიას შს მინისტრობის დროს არასწორად დაგეგმილ ოპერაციებს უკავშირდება, რის მაგალითადაც მან პანკისში, სვანეთში, კლუბ „ბასიანში“ და 20 ივნისის ღამეს ჩატარებული ოპერაციები დაასახელა. კობახიძის აზრით, შესაძლებელი იყო 20 ივნისის მოვლენებისას ოპერაციის უფრო „რბილად“, მაგალითად, წყლის ჭავლის გამოყენებით ჩატარება და იმის უზრუნველყოფა, რომ საქმე „ტყვიებამდე არ მისულიყო“. რაც შეეხება გახარიას გადადგომას, ინტერვიუს დროს კობახიძემ გახარიასთან მიმართებაში კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ „გუნდმა იხილა ღალატი“. კობახიძე ეჭვობს, რომ გახარია „გავლენის ქვეშ მოქმედებდა“, თუმცა იქვე დასძენს, რომ „არ აქვს მტკიცებულება, გახარიას უშუალოდ სააკაშვილთან აქვს თუ არა პირდაპირი კავშირი“.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო