გიორგი ბოტკოველი - ერთმანეთში რას გაარკვევენ - გახარია უფრო მაგარი „ქოცია“ თუ კობახიძე, ამას ქართველი ხალხისთვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს

ერთმანეთში რას გაარკვევენ - გახარია უფრო მაგარი „ქოცია“ თუ კობახიძე, ამას ქართველი ხალხისთვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა გიორგი ბოტკოველმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა პარტია „საქართველოსთვის" ლიდერის, გიორგი გახარიას შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებებს.

როგორც მან აღნიშნა, კობახიძის განცხადებები ფაქტობრივად ჩვენებაა გახარიას წინააღმდეგ. „მხოლოდ შეიძლება გაგეცინოს ადამიანს ამ განცხადებებზე, თურმე რა ცუდ დღეში ყოფილა „ქართული ოცნება" და რაც დაემართა, ყოველდღიურად რომ მისი რეიტინგი ვარდება, თურმე, ყოფილა გახარიას ბრალი. ეს იცოდნენ, რომ დანაშაულს სჩადიოდა, მაგრამ იმის გამო, რომ მათ გუნდში იყო, არ ლაპარაკობდნენ და მაინც ქება უწევდათ. სტენოგრამა რომ გავაკეთოთ კობახიძის გუშინდელი განცხადების, ეს შეიძლება იყოს ჩვენება პროკურატურაში გახარიას წინააღმდეგ, ძალიან სამარცხვინოა „ქართული ოცნებისთვის“ და სამწუხაროა ქვეყნისთვის. ის დანაშაული, რომელშიც ჩაფლულები არიან რაც ხელისუფლებაში მოვიდნენ, უნდათ, რომ გადააბრალონ ერთს. ესენი ერთმანეთში რას გაარკვევენ - გახარია უფრო მაგარი „ქოცია“, თუ კობახიძე, ამას ქართველი ხალხისთვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს“, - განაცხადა ბოტკოველმა.

რაც შეეხება გახარიასა და მიხეილ სააკაშვილის ერთმანეთთან დაკავშირებას კობახიძის მხრიდან, ბოტკოველი ამბობს, რომ „ბუა მათთვის არის მიხეილ სააკაშვილი".

„როცა გაუჭირდებათ უცებ ახსენდებათ „ბუა“, რომ ამით შეაშინონ მათზე განაწყენებული ამომრჩეველი, ახლაც ცდილობენ გახარია წარმოაჩინონ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებულად, მაგრამ ეს მათ შედეგს ვერ მოუტანს“, - განაცხადა ბოტკოველმა.

იხილეთ ვიდეო:გიორგი ბოტკოველის განცხადებით, გახარია უფრო მაგარი "ქოცია" თუ კობახიძე, ამას ქართველი ხალხისთვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო