მამუკა ხაზარაძე ფინანსთა მინისტრის მოადგილეს - 8-9 წელი ის დროა, როცა შეგიძლია ეკონომიკური მდგომარეობა რადიკალურად შეცვალო - რაც უფრო შორს მივდივართ, ქვეყანა უფრო ღატაკდება! რამ შეგიშალათ ხელი?!

ხელისუფლებაში ყოფნის რვა-ცხრა წელი ის დროა, როცა შეგიძლია ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა რადიკალურად შეცვალო - რაც უფრო შორს მივდივართ, ქვეყანა უფრო ღატაკდება! რამ შეგიშალათ ხელი?! - ამ კითხვით “ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ ფინანსთა მინისტრის პირველ მოადგილე გიორგი კაკაურიძეს მიმართა, რომელმაც ფრაქციის სხდომაზე 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის წარადგინა.

ხაზარაძის შეფასებით, ხელისუფლება არა აქვს გეგმა და ამბიცია, რომ მობილიზებული იყოს 10-12%-იან ეკონომიკურ ზრდაზე.

„რა გააკეთეთ იმისთვის, რომ სიღარიბის პარამეტრი არა თუ რადიკალურად შეგეცვალათ, არამედ უბრალოდ გაგუმჯობესებინათ?! რაც უფრო შორს მივდივართ, ქვეყანა უფრო ღატაკდება. რამ შეგიშალათ ხელი? - იდეა გქონდათ და ვერ განახორციელეთ? მენეჯმენტი არ გეყოთ? საერთოდ გქონდათ იდეა, თუ როგორ გამოსულიყო ქვეყანა სიღარიბიდან? არ გაქვთ ამბიცია, გეგმა, რომ მთელი ქვეყანა მობილიზებული იყოს 10-12% ზრდაზე. მოსახლეობას პირდაპირ ეუბნებით, რომ ჩვენ სულ ღარიბი ქვეყანა ვიქნებით. 5%-იანი ზრდა იმას ნიშნავს, რომ 50 წლის მერე შეიძლება ბულგარეთის ზომის ეკონომიკა გვქონდეს. აიღეთ ირლანდია, რომელიც 25 წლის წინ ჩვენნაირი გაღატაკებული ქვეყანა იყო. ჩვენნაირი მოცულობის მცხოვრებლებით, უზარმაზარი ემიგრაციით და დღეს ევროკავშირში არის მეორე ეკონომიკა. იქნებ გაემგზავროთ და იმ ადამიანებს ჰკითხოთ, რა გააკეთეს“, - მიმართა ხაზარაძემ გიორგი კაკაურიძეს.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო