თორნიკე შარაშენიძის შეფასებით, საქართველოს კიდევ ერთხელ შეახსენეს, რომ მოთმინება უნდა გამოიჩინოს და ჩრდილოალანტიკურ ალიანსში გაწევრიანების შანსს დაელოდოს

ექსპერტ თორნიკე შარაშენიძის შეფასებით, ნატო-ს 2021 წლის ბრიუსელის სამიტის ფარგლებში საქართველოს კიდევ ერთხელ შეახსენეს, რომ მოთმინება უნდა გამოიჩინოს და ჩრდილოალანტიკურ ალიანსში გაწევრიანების შანსს დაელოდოს. როგორც მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ნატო-ში გაწევრიანების თვალსაზრისით ახლა პოლიტიკური გადაწყვეტილებაა მისაღები, რასაც რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია აფერხებს.

„საქართველო ამაზე უფრო მეტად ნატო-ს ვერ დაუახლოვდება, რაც არის. შეიძლება ითქვას, რომ ტექნიკური თანამშრომლობის მხრივ საქართველო-ნატოსთან მაქსიმალურად დაახლოებულია. ახლა პოლიტიკური გადაწყვეტილებაა მისაღები. პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებას ძალიან სერიოზულად აფერხებს რუსული ოკუპაციის ფაქტორი. ნატო საქართველოს მხარდაჭერას გააგრძელებს, ეს ამ ეტაპზე ტექნიკური მხარდაჭერა იქნება, მეტი არაფერი“,- განაცხადა შარაშენიძემ.

რაც შეეხება ნატო-ს მოწოდებას რუსეთისადმი, რომ გააუქმოს აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ ე.წ. დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების გადაწყვეტილება, თორნიკე შარაშენიძე აცხადებს, რომ მსგავსი მხარდამჭერი მოწოდებები კარგია. თუმცა, მისი შეფასებით, რუსეთი რომ არ გააუქმებს მათი აღიარების საკითხს, „ამას გადასარევად ხვდებიან ნატო-ს წევრი სახელმწიფოებიც“.

ცნობისთვის, კომუნიკეში ნატო კიდევ ერთხელ მოუწოდებთ რუსეთს, გააუქმოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების გადაწყვეტილება, განახორციელოს ევროკავშირის შუამავლობით მიღებული 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება, ასევე შეწყვიტოს ამ რეგიონების მილიტარიზაცია და მათი დანარჩენი საქართველოსგან იძულებით გამიჯვნა საზღვრის მსგავსი დაბრკოლებების მშენებლობის გზით. ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ასევე მიმართავს რუსეთს, შეწყვიტოს ადამიანის უფლებების დარღვევები, თვითნებური დაკავებები და საქართველოს მოქალაქეების შევიწროება.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს