დეპუტატები კიბერუსაფრთხოების ბიუროს ესტუმრნენ

საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრები თავდაცვის სამინისტროს სსიპ კიბერუსაფრთხოების ბიუროს ესტუმრნენ. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, კანონმდებლებს ბიუროს დირექტორმა, ლევან გიორგობიანმა უმასპინძლა და ბიუროს სტრუქტურის, მიზნებისა და ამოცანების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა.

„შეხვედრაზე საუბარი შეეხო პოტენციური კიბერშეტევების პრევენციასა და მათი განეიტრალების პროცესს, კიბერუსაფრთხოების ბიუროს სტრატეგიას და მიმდინარე პროცესებს, ასევე კიბერუსაფრთხოების ოპერაციების ცენტრის მშენებლობის საკითხებს. პარლამენტარებმა ასევე, მოისმინეს კიბერუსაფრთხოების ბიუროს სამომავლო გეგმები და გამოწვევები.

ლევან გიორგობიანმა ხაზი გაუსვა კიბერუსაფრთხოებაში წარმატების მისაღწევად საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობას და განაცხადა, რომ ბიურო ჩართულია არაერთ საერთაშორისო აქტივობაში, მათ შორის, ნატოსა და ევროკავშირთან მიმართებით. შეხვედრის ბოლოს ირაკლი ბერაიამ აღნიშნა, რომ კიბერუსაფრთხოების ბიუროს მიერ თავდაცვის სამინისტროს კრიტიკული ინფორმაციული სისტემების დაცულობა ეფექტიანად ხორციელდება”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა