„სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელი დირექტორი - მნიშვნელოვანია, რომ სოციალური თუ ინფრასტრუქტურული პროექტები ამომრჩევლის გულის მოსაგებად არ ხორციელდებოდეს

ტენდენცია რაც წინასაარჩევნოდ შეინიშნება ეს არის, პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლება, ან თანამდებობის დატოვება განსაკუთრებით რეგიონებში, სადაც ამ ეტაპზე ყველაზე აქტიურად ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას გუნდის დაკომპლექტებისას გადანაცვლება ხდება, - ამის შესახებ „სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო დოლიძემ წინასაარჩევნო გარემოს შეფასებისას განაცხადა.

ნინო დოლიძის განცხადებით, წინასაარჩევნო პერიოდში კიდევ ერთ პრობლემას წარმოადგენს მასშტაბური სოციალური და ინფრასტრუქტურილი პროექტების დაანონსება ან განხორციელება, მნიშვნელოვანია, რომ ეს არ ხდებოდეს ამომრჩევლის გულის მოსაგებად, განსაკუთრებით აქტიურად წინასაარჩევნო პერიოდში.

,,როგორც იცით ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, რომელიც ოქტომბერში უნდა გაიმართოს განსაკუთრებული მნიშვნელობით დაიტვირთა, მას მიება რიგგარეშე არჩევნების ბედიც, შესაბამისად, ეს არჩევნები გახდა უფრო მნიშვნელოვანი პოლიტიკური აქტორებისთვის და გადაიქცა ერთგვარ საბრძოლო იარაღად. ჩვენ უკვე ვამჩნევთ, რომ თვითმმართველობის არჩევნებისთვის გააქტიურდა მზადება განსაკუთრებით მმართველი პარტიის მხრიდან, რომელიც უკვე რამდენიმე რეგიონში იმყოფებოდა და პოლიტიკურ აქტივს შეხვდა. უკვე დაანონსდა და ხორციელდება მასშტაბური სოციალური თუ ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელსაც ცხადია არ ვეწინააღმდეგებით, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ეს არ ხდებოდეს ამომრჩევლის გულის მოსაგებად, განსაკუთრებით აქტიურად წინასაარჩევნო პერიოდში.

მეორე ტენდენცია რაც ამ ეტაპისთვის შეინიშნება არის პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებები, ან თანამდებობების დატოვება განსაკუთრებით რეგიონებში, სადაც ყველაზე აქტიურად ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას გუნდის გადანაცვლება და ცვლილებები ხდება”, - აღნიშნა ნინო დოლიძემ.

მან ასევე შეაფასა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში არსებული ვითარება. მისი განცხადებით, პროფესიული ნიშნით არჩეული წევრების საჯაროობისა და გამჭვირვალობის საკითხი კვლავ პრობლემური რჩება, ასევე მნიშვნელოვანია როგორ მოხდება ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, რომ კონკრეტული ხარვეზების გამოვლენით არ მოხდეს არჩევნების ფუნდამენტალური პრინციპების დარღვევა.

,,კარგია, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტება გახდა უფრო მრავალპარტიული და ინკლუზიური, თუმცა პროფესიული ნიშნით არჩეული წევრების საჯაროობისა და გამჭვირვალობის საკითხი კვლავ პრობლემური რჩება როგორც ცესკოს დონეზე ასევე სხვა დონეებზე. ასევე მნიშვნელოვანია როგორ მოხდება ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, იქნება ეს სრულმასშტაბიანი თუ პილოტირება, იმიტომ რომ არ მოხდეს კონკრეტული ხარვეზების გამოვლენით არჩევნების ფუნდამენტალური პრინციპების დარღვევა”, - განაცხადა ნინო დოლიძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს