სალომე ზურაბიშვილი - მივესალმები ნატო-ს განახლებულ და მტკიცე ვალდებულებას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და ღია კარის პოლიტიკის მიმართ

მივესალმები ნატო-ს განახლებულ და მტკიცე ვალდებულებას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის და ასევე ღია კარის პოლიტიკის მიმართ, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „ტვიტერში“ წერს, რითაც ის ნატო-ს გუშინდელი სამიტის შემდეგ გამოქვეყნებულ კომუნიკეს ეხმიანება.

„ჩვენი ინტეგრაციის გზა ნათელია და განმტკიცებულია ჩვენი პარტნიორების სოლიდარობით,“- წერს პრეზიდენტი.

შეგახსენებთ, ბრიუსელის ნატო-ს სამიტის შემდეგ გამოქვეყნებულ კომუნიკეში აღნიშნულია, რომ ალიანსის ლიდერები ადასტურებენ მხარდაჭერას უკრაინის, საქართველოს და მოლდოვას რესპუბლიკის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ, მათ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ამასთან დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ ალიანსის ლიდერები კიდევ ერთხელ უჭერენ მხარს 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებას, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი.

იხილეთ ვიდეო:სალომე ზურაბიშვილი - ინტეგრაციისკენ მიმავალი ჩვენი გზა ნათელია და ძლიერდება ჩვენი პარტნიორების სოლიდარობით

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო